ირაკლი ჩი­რი­კაშ­ვი­ლის თავ­გა­და­სა­ვა­ლი - უჩე, ნა­ვა­რო და ჩე­ჩე­ნი

AutoSharing Option
ირაკ­ლი ჩი­რი­კაშ­ვი­ლი "დი­ნა­მო­დან" უნ­და გახ­სოვ­დეთ. მე­რე სხვა­დას­ხ­ვა ქარ­თულ გუნ­დ­ში თა­მა­შობ­და. შემ­ტე­ვი შუ­ა­ხა­ზე­ლია, კარ­გი ცა­ცია აქვს და დარ­ტყ­მის ძა­ლაც არ და­ე­წუ­ნე­ბა.

შარ­შან ჩი­რი­კაშ­ვი­ლი შვე­ი­ცა­რი­ულ "ნეფ­შა­ტელ ქსა­მაქ­ს­ში" მი­ვი­და, მაგ­რამ ჩარ­ხი უკუღ­მა დატ­რი­ალ­და. ჩი­რი­კაშ­ვი­ლი ახ­ლა თბი­ლის­შია და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვარ­ჯი­შობს.

"შვე­ცა­რი­ა­ში შარ­შან ზაფხულ­ში ჩა­ვე­დი და ათ­დღი­ა­ნი სინ­ჯე­ბის შემ­დეგ კონ­ტ­რაქტს მო­ვა­წე­რე ხე­ლი. "ქსა­მაქ­სი" მა­შინ შვე­იცა­რი­ის სუ­პერ­ლი­გა­ში თა­მა­შობ­და და საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი კონ­ტინ­გენ­ტიც ჰყავ­და. კლუ­ბის მფლო­ბე­ლი კი ჩე­ჩე­ნი იყო.

სა­შუ­ა­სე­ზო­ნო პე­რი­ოდ­ში შეკ­რე­ბა­ზე ჯერ ეს­პა­ნეთ­ში წა­ვე­დით, მე­რე დუ­ბა­ი­ში. შვე­ი­ცა­რი­ა­ში რომ დავ­ბ­რუნ­დით, გვითხ­რეს, რომ კლუ­ბის მე­პატ­რო­ნე და­კა­ვე­ბუ­ლიაო
. რამ­დე­ნი­მე დღე­ში
კი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გვაც­ნო­ბეს, "ქსა­მაქ­სი" სუ­პერ­ლი­გი­დან გა­რიცხეს და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი კლუ­ბი­დან დათხოვ­ნი­ლე­ბი ხარ­თო.

მა­ი­სამ­დე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვვარ­ჯი­შობ­დი, მე­რე შვე­ი­ცა­რი­ის სუ­პერლი­გის ერთ-ერ­თი გუნ­დის დუბ­ლებ­ში ვი­ყა­ვი ფორ­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად",
- გვითხ­რა ჩი­რი­კაშ­ვილ­მა.

ჩვე­ნე­ბურ­მა შვე­ი­ცა­რი­ის უმაღ­ლეს ლი­გა­ში არა­ერ­თხელ ითა­მა­შა და იქა­ურ ჩემ­პი­ო­ნატ­ზეც ჩა­მო­ვუგ­დეთ სიტყ­ვა.

"შვე­ი­ცა­რი­ის ჩემ­პი­ო­ნა­ტი არ არის იოლი სა­თა­მა­შო. "ქსა­მაქ­ს­ში" ჩე­მი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი იყ­ვ­ნენ და­ვიდ ნა­ვა­რო და კა­ლუ უჩე. მა­თაც მითხ­რეს, შვე­ი­ცა­რია ეს­პა­ნე­თის სა­ფეხ­ბურ­თო დო­ნის­გან კი გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, მაგ­რამ აქ საკ­მა­ოდ ძნე­ლია თა­მა­შიო.

შვე­ი­ცა­რი­ა­ში ძა­ლის­მი­ე­რი ფეხ­ბურ­თია, სულ მოძ­რა­ო­ბენ, ხის­ტად თა­მა­შო­ბენ. მსა­ჯე­ბიც ფეხ­ბურ­თე­ლებს აძ­ლე­ვენ იმის უფ­ლე­ბას, რომ ასე ითა­მა­შონ",
- გან­გ­ვი­მარ­ტა ჩი­რი­კაშ­ვილ­მა.

და­ვიდ ნა­ვა­რო­სა და უჩეს გარ­და, მა­შინ­დელ "ქსა­მაქ­ს­ში" ვიქ­ტორ სან­ჩე­სი და არიზ­მენ­დიც თა­მა­შობ­დ­ნენ. პირ­ვე­ლი ახ­ლა "ეს­პა­ნი­ოლ­შია", მე­ო­რე კი "მა­ლი­ორ­კა­ში".

რაც შე­ე­ხე­ბა ნი­გე­რი­ელ უჩეს, შო­თა არ­ვე­ლა­ძის გაწ­ვ­რ­თ­ნი­ლი "ქა­სიმ­ფა­შას" მთა­ვარ­მე­გო­ლეა.

ჩი­რი­კაშ­ვი­ლი "ქსა­მაქ­ს­ში" რომ მი­ვი­და, გუნდს სო­ნი ან­დერ­სო­ნი წვრთნი­და, ბო­ლო პე­რი­ოდ­ში კი "ქსა­მაქს" ვიქ­ტორ მუ­ნი­ო­სი თავ­კა­ცობ­და. ერ­თი სიტყ­ვით, ჩი­რი­კაშ­ვი­ლი სა­ხე­ლი­ან ხალ­ხ­ში იყო მოხ­ვედ­რი­ლი.

"ხან თავ­დამ­ს­ხ­მე­ლე­ბის უკან მი­წევ­და თა­მა­ში "ქსა­მაქ­ს­ში", ხან მარ­ცხ­ნივ, უფ­რო შუ­ის­კენ შე­წე­ულ შუ­ა­ხა­ზე­ლად", - გვითხ­რა ჩი­რი­კაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც დი­დი ხა­ნი არ არის, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და რე­ა­ლურ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს მას მე­რე ელის, სე­ზო­ნის პირ­ვე­ლი ეტა­პი რომ ჩამ­თავ­რ­დე­ბა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული