"გაგრას" მი­ზა­ნი კვლავ უმაღ­ლეს­ ლიგაში დაბ­რუ­ნე­ბაა

AutoSharing Option
პირ­ველ ლი­გა­ში პირ­ვე­ლი წრე დას­რულ­და და გუნ­დე­ბი უკ­ვე სე­ზო­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რის­თ­ვის იჭე­რენ თა­და­რიგს.

რო­გორც "გაგ­რას" ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებ­გ­ვერ­დი გვატყო­ბი­ნებს, კლუბ­ში კრე­ბა გა­ი­მარ­თა, სა­დაც გუნ­დის მი­ერ ნაჩ­ვე­ნე­ბი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი შე­დე­გე­ბი არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად შე­ფას­და. A ჯგუფ­ში "გაგ­რა" 37 ქუ­ლით მე­სა­მე ად­გილ­ზეა და ლი­დერ "გუ­რი­ას" 7 ქუ­ლით ჩა­მორ­ჩე­ბა.

გუნ­დის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ზვი­ად ჯე­ლა­ძემ იმე­დი გა­მოთ­ქ­ვა, რომ "გაგ­რა" ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­გა­ზაფხუ­ლო ეტაპ­ზე ამ ჩა­მორ­ჩე­ნის აღ­მოფხ­ვ­რას შეძ­ლებს და უმაღ­ლეს ლი­გა­ში დაბ­რუნ­დე­ბა.

"გაგ­რა" სე­ზო­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რის­თ­ვის მზა­დე­ბას 10 იან­ვ­რი­დან შე­უდ­გე­ბა, 20 იან­ვ­რი­დან სა­კონ­ტ­რო­ლო მატ­ჩე­ბის ჩა­ტა­რე­ბას და­იწყებს, შემ­დეგ კი შეკ­რე­ბა­ზეც გა­ემ­გ­ზავ­რე­ბა.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი იმ ფეხ­ბურ­თელ­თა ვი­ნა­ო­ბა, რომ­ლე­ბიც გუნდს და­ტო­ვე­ბენ. მა­ლე კი "გაგ­რას" ახალ­წ­ვე­ულ­თა ვი­ნა­ო­ბა­საც შე­ვიტყობთ.

კლუ­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას შე­მად­გენ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა სურს, გუნ­დის ბირ­თ­ვი კი უც­ვ­ლე­ლი დარ­ჩე­ბა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული