როგორც "გაგრას" ოფიციალური ვებგვერდი გვატყობინებს, კლუბში კრება გაიმართა, სადაც გუნდის მიერ ნაჩვენები ბოლოდროინდელი შედეგები არადამაკმაყოფილებლად შეფასდა. A ჯგუფში "გაგრა" 37 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ "გურიას" 7 ქულით ჩამორჩება.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ჯელაძემ იმედი გამოთქვა, რომ "გაგრა" ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპზე ამ ჩამორჩენის აღმოფხვრას შეძლებს და უმაღლეს ლიგაში დაბრუნდება.
"გაგრა" სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას 10 იანვრიდან შეუდგება, 20 იანვრიდან საკონტროლო მატჩების ჩატარებას დაიწყებს, შემდეგ კი შეკრებაზეც გაემგზავრება.
კლუბის ხელმძღვანელობას შემადგენლობის გაძლიერება სურს, გუნდის ბირთვი კი უცვლელი დარჩება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"