ლე­ვან კორ­ღა­ლი­ძე: სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა ადრეც მსურ­და

AutoSharing Option
ლე­ვან კორ­ღა­ლი­ძე კი­ში­ნი­ო­ვის "ზიმ­ბ­რუ­დან" ნო­ემ­ბ­რის და­საწყის­ში წა­მო­ვი­და და რუს­თა­ვის "მე­ტა­ლურ­გ­ში" ჩა­ი­რიცხა. 31 წლის ნა­ხე­ვარ­მ­ც­ველ­მა 7 ნო­ემ­ბერს მოლ­დო­ვურ კლუბ­თან კონ­ტ­რაქ­ტი ორ­მ­ხ­რი­ვი შე­თან­ხ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გაწყ­ვი­ტა - გა­მოც­დილ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა "მე­ტა­ლურ­გ­თან" კონ­ტ­რაქ­ტი ერ­თი წლით გა­ა­ფორ­მა.

ლე­ვან კორ­ღა­ლი­ძეს ინ­ტერ­ვიუ ჩა­მო­ვარ­თ­ვით.

- მოლ­დო­ვი­დან რა­ტომ წა­მოხ­ვე­დი, კონ­ტ­რაქტს აღარ გი­ფორ­მებ­დ­ნენ თუ ეს შე­ნი სურ­ვი­ლი იყო?
- ჩე­მი სურ­ვი­ლი იყო, რად­გან კონ­ტ­რაქ­ტი ისე­დაც 1 თვე­ში მიმ­თავ­რ­დე­ბო­და, პირ­ვე­ლი ეტა­პის დას­რუ­ლე­ბამ­დე 3 მატ­ჩი იყო დარ­ჩე­ნი­ლი და ტრავ­მის გა­მო ვერც ვთა­მა­შობ­დი. ასეთ პი­რო­ბებ­ში დარ­ჩე­ნა აღარ ღირ­და.

- მოლ­დო­ვა­ში ხომ ცუ­დი პი­რო­ბე­ბი არ
გქონ­და?

- არ მქონ­და, მაგ­რამ ახ­ლა მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იც­ვა­ლა: "ზიმ­ბ­რუ" პრე­ზი­დენ­ტ­მა ას­ლან შიშ­ხა­ნოვ­მა მი­ა­ტო­ვა. ამა­ვე დროს, ის კი­ში­ნი­ო­ვის მე­ო­რე კლუ­ბის, "და­ჩი­ას" მე­პატ­რო­ნეც იყო. გუნ­დის ბი­უ­ჯე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მცირ­დე­ბო­და, თით­ქ­მის ყვე­ლა ლე­გი­ო­ნე­რი წა­ვი­და და მე რა­ღა დამ­რ­ჩე­ნო­და?

მოკ­ლედ, წა­მოს­ვ­ლა გა­დაწყ­ვე­ტი­ლი მქონ­და. ამ დროს "მე­ტა­ლურ­გის" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი გი­ორ­გი ყი­ფი­ა­ნი და­მი­კავ­შირ­და და გა­დას­ვ­ლა შე­მომ­თა­ვა­ზა.

ქარ­თუ­ლი კლუ­ბის ყუ­რადღე­ბამ ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა, სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხ­მ­დი და "ზიმ­ბ­რუს" კონ­ტ­რაქ­ტის გაწყ­ვე­ტა ვთხო­ვე. ისი­ნი ჩემს თხოვ­ნას გა­გე­ბით მო­ე­კიდ­ნენ, შიშ­ხა­ნოვ­მა კი წა­მოს­ვ­ლამ­დე "და­ჩი­ა­სა" და "ზიმ­ბ­რუ­ში" გა­მოს­ვ­ლის­თ­ვის მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და.

მირ­ჩევ­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნაკ­ლე­ბი ანაზღა­უ­რე­ბა მქონ­დეს და ოჯახ­ში ვი­ყო. ად­რეც ბევ­რ­ჯერ მით­ქ­ვამს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მსურ­და დაბ­რუ­ნე­ბა. სულ ვფიქ­რობ­დი, რა­ღა სხვის­თ­ვის ვი­თა­მა­შო, რაც ძა­ლა და ენერ­გია მაქვს, ჩემ ქვე­ყა­ნა­ში დავ­ხარ­ჯავ-მეთ­ქი.

"ზიმ­ბ­რუ­ში" 2011 წლის დე­კემ­ბერ­ში რომ გა­და­ვე­დი, მა­ში­ნაც იგი­ვეს ვფიქ­რობ­დი, გუ­ლი არ მი­მი­წევ­და, მაგ­რამ იმ დროს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თა­მა­ში ვერ მო­ხერ­ხ­და.

ყი­ფი­ან­მა რომ და­მი­რე­კა, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. "მე­ტა­ლურგს" კი ნდო­ბის­თ­ვის მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო. ორი ქვეყ­ნის, ლატ­ვი­ი­სა და მოლ­დო­ვის ჩემ­პი­ო­ნი ვარ და იქ­ნებ ეს ტი­ტუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ვა­სა­მო.

- მაგ­რამ "მე­ტა­ლურგს" სულ სხვა ამო­ცა­ნა აქვს გა­და­საწყ­ვე­ტი - ჯერ ზე­და ექ­ვ­სე­ულ­ში უნ­და მოხ­ვ­დეთ.
- იმე­დია, ასეც იქ­ნე­ბა და მე­რე ჩემ­პი­ო­ნო­ბის­თ­ვი­საც ვიბ­რ­ძო­ლებთ.

- რა­ტომ "მე­ტა­ლურ­გი" და არა ვთქვათ, იგი­ვე "ჩი­ხუ­რა", სა­დაც ასე­ვე გიწ­ვევ­დ­ნენ - წლე­ულს ხომ საჩხე­რე­ლე­ბი უკეთ თა­მა­შო­ბენ?
- "ზეს­ტა­ფო­ნიც" შე­მეხ­მი­ა­ნა, მო­ლა­პა­რა­კე­ბა იყო, მაგ­რამ რუს­თა­ვი თბი­ლის­თან ახ­ლოს არის. ხომ გითხა­რით, სახ­ლი­დან შორს ყოფ­ნა არ მინ­დო­და - 1999 წლი­დან უცხო­ეთ­ში ვთა­მა­შობ, სახ­ლი და ოჯა­ხი სულ მე­ნატ­რე­ბა. ასე ცხოვ­რე­ბა ძნე­ლია.

კი­დევ ერ­თი ფაქ­ტო­რი, რა­მაც ამ არ­ჩე­ვან­ზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა - გი­ორ­გი ყი­ფი­ანს მინ­და გვერ­დ­ში და­ვუდ­გე.

- სა­ქარ­თ­ვე­ლოს და მოლ­დო­ვას ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ში რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას ხე­დავ?
- შე­და­რე­ბა გა­მიძ­ნელ­დე­ბა. ერ­თი მხრივ, ბო­ლო 2 წე­ლია, რაც მოლ­დო­ვის ჩემ­პი­ო­ნი "შე­რი­ფი" ევ­რო­პის ლი­გის ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე გა­დის და კი­ე­ვის "დი­ნა­მოს" და სხვა ცნო­ბილ კლუ­ბებს უგებს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ასე­თი შე­დე­გი არც ერთ კლუბს არ ჰქო­ნია. მე­ო­რე მხრივ, იგი­ვე ევ­რო­პის ლი­გა­ზე შარ­შან ორ­მა ქარ­თულ­მა კლუბ­მა და­ა­მარ­ცხა მოლ­დო­ვის გუნ­დე­ბი. იყო მი­ზე­ზი, "და­ჩი­ამ" "ზეს­ტა­ფონს" რომ ვერ აჯო­ბა, მაგ­რამ ეს ფაქტს ვერ და­აკ­ნი­ნებს.

ყვე­ლა­ზე დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მა­ინც ისაა, რომ მოლ­დო­ვუ­რი კლუ­ბე­ბი უფ­რო სწრა­ფად თა­მა­შო­ბენ. ეს თვალ­ში ძა­ლი­ან ცუ­დად მომ­ხ­ვ­და.

- "მე­ტა­ლურ­გ­ში" რო­დის ითა­მა­შებ?
- ტრავ­მა მო­ვი­შუ­შე, ჯან­მ­რ­თე­ლად ვარ და გუნ­დ­თან ერ­თად ვვარ­ჯი­შობ, მაგ­რამ თა­მაშს მხო­ლოდ მო­მა­ვა­ლი წლი­დან მო­ვა­ხერ­ხებ, რად­გან სე­ზო­ნი სხვა გუნ­დ­ში და­ვიწყე და ზამ­თ­რამ­დე გა­ნაცხად­ში ვერ შე­გიყ­ვან­თო. არა­და, თა­მა­ში ძა­ლი­ან მინ­დო­და.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მოლდოვურ "დაჩიაში" ქართველებზე აზრი შეიცვალეს
ლევან კორღალიძის ოცნება: ძალიან მინდა, კარიერა სამშობლოში დავასრულო
მოლდოვური მედია: ლევან კორღალიძე, როგორც ლეგენდა
მკითხველის კომენტარები / 3 /
Kirkitadze gvaklia ashkarad. Imedia tass mainc movigebt,evro turnirebze gamocdilebaa sawiro ro ar shevrcxvet metalugi ukve kai xania agar rcxveba.
Rustavi92
07:58 08-12-2012
0
მართლა ლეგენდა ხარ
dato
14:32 07-12-2012
0

სიახლეები პოპულარული