სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი. უმაღ­ლე­სი ლი­გა. XIX ტუ­რის წი­ნათ­ქ­მა

AutoSharing Option
უმაღ­ლეს ლი­გა­ში პირ­ვე­ლი ეტა­პის დას­რუ­ლე­ბამ­დე ოთხი­ო­დე ტუ­რი­ღა დარ­ჩა, პა­სუხ­გა­უ­ცე­მე­ლი კითხ­ვე­ბი კი მრავ­ლად გვაქვს.

უპირ­ვე­ლე­სად, სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, ვინ გახ­დე­ბა "ზამ­თ­რის ჩემ­პი­ო­ნი" და რო­გორ და­კომ­პ­ლექ­ტ­დე­ბა ზე­და და ქვე­და ექ­ვ­სე­უ­ლე­ბი.

ამ ორ სა­კითხს მე­ტი სიცხა­დე, შე­საძ­ლოა, 8 დეკემბერს გასამართმა XIX ტურ­მაც შეს­ძი­ნოს, მაგ­რამ თი­თო­ე­უ­ლი სა­თა­მა­შო დღე ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს თა­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას.

ტუ­რის ცენ­ტ­რა­ლუ­რი მატ­ჩი გორ­ში გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც მე­ო­რე­ად­გი­ლო­სა­ნი "დი­ლა" დღე­ის­თ­ვის მე­სა­მე პო­ზი­ცი­ა­ზე მყოფ "ტორ­პე­დოს" უმ­ას­პინ­ძ­ლებს.

Sportall.Ge

ამ შეხ­ვედ­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტიც კი არის - ორი­ვე გუნდს მხო­ლოდ და მხო­ლოდ გა­მარ­ჯ­ვე­ბა სჭირ­დე­ბა, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში
მიზ­ნის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა გო­რე­ლებ­საც გა­ურ­თულ­დე­ბათ და ქუ­თა­ი­სე­ლებ­საც.

"დი­ლას" კარ­გი შან­სი აქვს, "დი­ნა­მოს­თან" სამ­ქუ­ლი­ა­ნი ჩა­მორ­ჩე­ნა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და ლი­დე­რის ფე­ხის დაც­დე­ნას და­ე­ლო­დოს, "ტორ­პე­დო" კი გორ­ში წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი­დევ უფ­რო და­შორ­დე­ბა სა­უ­კე­თე­სო დუ­ეტს.

Sportall.Ge

XIX ტუ­რი ნაკ­ლუ­ლი იქ­ნე­ბა - "ჩი­ხუ­რას" არა დღეს, არა­მედ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს­ტუმ­რე­ბა "ზეს­ტა­ფო­ნი", რო­მე­ლიც მარ­თა­ლია, უშუ­ა­ლო კონ­კუ­რენტ "მე­ტა­ლურგს" ხუ­თი ქუ­ლით უს­წ­რებს, მაგ­რამ სა­უ­კე­თე­სო ექ­ვ­სე­ულ­ში მო­სახ­ვედ­რად მა­ინც დი­დი ბრძო­ლე­ბის გა­და­ტა­ნა მო­უ­წევს.

ამ რბო­ლა­ში რუს­თა­ვე­ლე­ბი სუ­ლაც არ არი­ან უშან­სოდ, მით უფ­რო, იმის ფონ­ზე, თუ რო­გორ ვი­თარ­დე­ბა ბო­ლო დროს მოვ­ლე­ნე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნის ბა­ნაკ­ში.

Sportall.Ge

"მე­ტა­ლურ­გ­საც" მძი­მე ბრძო­ლა ელის - ამ სე­ზონ­ში "ვიტ ჯორ­ჯი­ამ" უკ­ვე არა­ერ­თი ფა­ვო­რი­ტი გა­ამ­წა­რა და ბუ­ნებ­რი­ვია, ქუ­ლა­თა მა­რა­გის შევ­სე­ბას 8 დეკემბერსაც შე­ეც­დე­ბა.

Sportall.Ge

გაც­ნო­ბეთ, რომ ბოლ­ნი­სუ­რი არე­ნის მო­ედ­ნის სა­ფა­რის ცუ­დი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო "სი­ონს" თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს­თ­ვის" რუს­თავ­ში უნ­და ემას­პინ­ძ­ლა, თუმ­ცა ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა კი­დევ შე­იც­ვა­ლა და სა­ბო­ლო­ოდ დად­გინ­და, რომ მატ­ჩი ვა­კე­ში, "მი­ხე­ილ მეს­ხ­ზე" ჩა­ტარ­დე­ბა.

და­სავ­ლეთ­ში ორი დერ­ბი გა­ი­მარ­თე­ბა - მეგ­რუ­ლი და ზღვის­პი­რუ­ლი.

Sportall.Ge

"ზუგ­დიდს" ზე­ექ­ვ­სე­უ­ლამ­დე ბევ­რი აღა­რა­ფე­რი აშო­რებს და შე­საძ­ლოა, სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის ად­გი­ლი ამ ტურშივე გა­ი­ნაღ­დოს, ფოთ­ში კი ერ­თ­მა­ნეთს ორი აუტ­სა­ი­დე­რი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

Sportall.Ge

"კოლ­ხეთს" დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან უმაღ­ლეს ლი­გა­ში დარ­ჩე­ნის შან­სი აღარ უნ­და ჰქონ­დეს, ბა­თუ­მის "დი­ნა­მოს" კი სა­ა­მი­სო პერ­ს­პექ­ტი­ვის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად სა­მი ქუ­ლა სჭირ­დე­ბა.

* * *
რა­კი ზე­ექ­ვ­სე­უ­ლი ჯე­რაც არ და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლა და სხვა პო­ზი­ცი­ე­ბის­თ­ვი­საც შე­უ­პო­ვა­რი ბრძო­ლაა გა­ჩა­ღე­ბუ­ლი, დარ­ჩე­ნი­ლი ტუ­რე­ბის კა­ლენ­დარს სრუ­ლად გთა­ვა­ზობთ და თა­ვად შე­გიძ­ლი­ათ იმ­ს­ჯე­ლოთ, ვის რო­გო­რი შან­სი აქვს სა­კუ­თა­რი ამო­ცა­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

ბო­ლო სა­მი ტუ­რის მატ­ჩე­ბი­დან ყვე­ლა­ზე და­მა­ინ­ტ­რი­გე­ბე­ლი წყვი­ლი "ზეს­ტა­ფო­ნი"-"დი­ნა­მოა", რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ეტა­პის მი­წუ­რულს გა­ი­მარ­თე­ბა.

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რი გან­წყო­ბი­თა და სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბით შეხ­ვ­დე­ბი­ან მე­ტო­ქე­ე­ბი ზეს­ტა­ფო­ნურ მატჩს.

მოკ­ლედ, ჩემ­პი­ო­ნა­ტი სრუ­ლი სვლით გრძელ­დე­ბა, ზამ­თ­რის პა­უ­ზამ­დე კი მცი­რე დრო­ღა დაგ­ვ­რ­ჩა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, წი­ნა სე­ზო­ნის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ახ­ლა აღარ იმარ­თე­ბა ისე­თი მატ­ჩე­ბი, სა­დაც ამა თუ იმ გუნდს წა­გე­ბა მო­გე­ბა­ზე მე­ტად აძ­ლევს ხელს.

შორს ვართ იმ აზ­რის­გან, რომ მიმ­დი­ნა­რე ჩემ­პი­ო­ნა­ტი წი­ნას­წარ შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის გა­რე­შე დას­რულ­დე­ბა (მსგავს "სი­ურ­პ­რი­ზებს" გან­სა­კუთ­რე­ბით მე­ო­რე ეტაპ­ზე უნ­და ვე­ლო­დოთ), მაგ­რამ გა­რე­მო წი­ნა სე­ზონ­თან შე­და­რე­ბით, აშ­კა­რად უფ­რო ჯან­სა­ღია, დე­ბუ­ლე­ბა­ში ისიც მკა­ფი­ოდ არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, ვინ ხდე­ბა ჩემ­პი­ო­ნი ქუ­ლა­თა თა­ნა­ფარ­დო­ბი­სას და იმე­დია, ამ­ჯე­რად ყვე­ლა­ფე­რი მო­ე­დან­ზე გა­დაწყ­დე­ბა და არა ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ოფის­ში.

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

უმღლესი ლიგა. XX ტუ­რი
15 დე­კემ­ბე­რი
დი­ნა­მო (ბთ)-დი­ლა
ტორ­პე­დო-ვიტ ჯორ­ჯია
მე­რა­ნი-კოლ­ხე­თი
ზეს­ტა­ფო­ნი-სი­ო­ნი
მე­ტა­ლურ­გი-ჩი­ხუ­რა
დი­ნა­მო (თბ)-ზუგ­დი­დი

უმღლესი ლიგა. XXI ტუ­რი
19 დე­კემ­ბე­რი
ჩი­ხუ­რა-ტორ­პე­დო
დი­ლა-კოლ­ხე­თი
დი­ნა­მო (თბ)-მე­რა­ნი
სი­ო­ნი-მე­ტა­ლურ­გი
ზუგ­დი­დი-ზეს­ტა­ფო­ნი
ვიტ ჯორ­ჯია-დი­ნა­მო (ბთ)

უმღლესი ლიგა. XXII ტუ­რი
23 დე­კემ­ბე­რი
კოლ­ხე­თი-ვიტ ჯორ­ჯია
მე­რა­ნი-დი­ლა
ზეს­ტა­ფო­ნი-დი­ნა­მო (თბ)
დი­ნა­მო (ბთ)-ჩი­ხუ­რა
ტორ­პე­დო-სი­ო­ნი
მე­ტა­ლურ­გი-ზუგ­დი­დი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემპიონატი. XVIII ტუ­რის მი­მო­ხილ­ვა და სიმბოლური ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული