საქართველოს უმაღლესი ლიგის XIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
უმაღ­ლე­სი ლი­გის გა­სულ­მა ტურ­მა ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა. უპირ­ვე­ლე­სად ის არის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი, რომ თბი­ლი­სის "დი­ნა­მომ" გო­რის "დი­ლას­თან" სამ­ქუ­ლი­ა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა ექ­ვ­სამ­დე გა­ზარ­და და ამით, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ი­ბე­ვა "ზამ­თ­რის" ჩემ­პი­ო­ნის წო­დე­ბა.

სა­უ­კე­თე­სო ექ­ვ­სე­ულ­ში მო­სახ­ვედ­რად ბრძო­ლა კი ჩემ­პი­ონ­სა და ვი­ცე-ჩემ­პი­ონს შო­რის უკი­დუ­რე­სად და­ი­ძა­ბა.

"მე­ტა­ლურ­გ­მა" მცხე­თა­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვა; "ზეს­ტა­ფო­ნი", რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, "ჩი­ხუ­რას­თან" და­მარ­ცხ­და და ახ­ლა ზეს­ტა­ფო­ნელ­თა და რუს­თა­ველ­თა შო­რის სხვა­ო­ბა ორად-ორი ქუ­ლაა.

თუ "ზეს­ტა­ფონ­ში" ბო­ლო დღე­ებ­ში მომ­ხ­დარ არა­სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, სუ­ლაც არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, ქვეყ­ნის მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნი ზე­ექ­ვ­სე­ულს მიღ­მა დარ­ჩეს და ექ­ს­ჩემ­პი­ო­ნის წო­დე­ბა სულ
მა­ლე მი­ი­ღოს.

დი­ნა­მო და და­ნარ­ჩე­ნე­ბი

სწო­რედ ასე შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ სა­ტურ­ნი­რო ცხრი­ლის ზე­და ნა­წილს. დუ­შან უჰ­რი­ნის გუნ­დებ­მა კონ­კუ­რენ­ტე­ბი უკ­ვე სო­ლი­დურ დის­ტან­ცი­ა­ზე ჩა­მო­ი­ტო­ვა და ახ­ლა ყვე­ლა­ფე­რი დი­ნა­მო­ელ­თა ხელ­შია - თუ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი კლუ­ბი სე­ზო­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­საც ასე ეფექ­ტუ­რად და სტა­ბი­ლუ­რად ჩა­ა­ტა­რებს, ჩემ­პი­ო­ნო­ბა­ში ვე­რა­ვინ შე­ე­ცი­ლე­ბა.

თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ტი­ტუ­ლი­სა და ევ­რო­საგ­ზუ­რე­ბის­თ­ვის მთა­ვა­რი ბრძო­ლე­ბი გა­ზაფხულ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა და დღეს შორ­ს­მი­მა­ვალ დას­კ­ვ­ნებს ვერ გა­ვა­კე­თებთ. ახ­ლა მხო­ლოდ ის შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ "დი­ნა­მო" ჩემ­პი­ო­ნა­ტის უმ­თავ­რე­სი ფა­ვო­რი­ტია, 19 მატ­ჩ­ში გა­ტა­ნი­ლი 57 გო­ლი კი მე­ტად შთამ­ბეჭ­და­ვი მო­ნა­გა­რია.

ეს იმას ნიშ­ნავს, რომ "დი­ნა­მოს" მატ­ჩ­ში, სა­შუ­ა­ლოდ, ზუს­ტად სა­მი ბურ­თი გა­აქვს!

სა­გო­ლე ნა­დავ­ლი დე­და­ქა­ლა­ქე­ლებ­მა გა­სულ ტურ­ში ხუ­თი ბურ­თით გა­იმ­დიდ­რეს. დუბ­ლი შე­ას­რუ­ლა ჩის­კომ, რი­თაც უმაღ­ლე­სი ლი­გის ბომ­ბარ­დირ­თა და­ვა­ში თა­ნა­გუნ­დელ ჯა­ბა დვალს გა­და­ას­წ­რო. თუმ­ცა მო­ე­და­ნი უგო­ლოდ არც ამ უკა­ნას­კ­ნელს და­უ­ტო­ვე­ბია.

ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­უ­კე­თე­სო სნა­ი­პერ­თა რე­ი­ტინ­გ­ში მე­სა­მე ად­გი­ლიც დი­ნა­მო­ელს უკა­ვია - მი­კელ ალ­ვა­როს, რო­მელ­საც "სი­ო­ნის" კა­რი არ და­უ­ლაშ­ქ­რავს.

შე­გახ­სე­ნებთ, ბოლ­ნი­სე­ლებ­ი "დი­ნა­მოს" "მი­ხე­ილ მეს­ხ­ზე" უმას­პინ­ძ­ლებენ. ბოლ­ნი­სუ­რი მო­ედ­ნის ცუ­დი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო ასე­ვე ვა­კე­ში გა­ი­მარ­თე­ბა ქვე­მო­ქარ­თ­ლუ­რი დერ­ბი - "სი­ო­ნი"-"მე­ტა­ლურ­გი" 21-ე ტურ­ში, 19 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

ტორ­პე­დოც სა­ჩემ­პი­ო­ნო რბო­ლა­შია
ტუ­რის ცენ­ტ­რა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა გორ­ში გა­ი­მარ­თა და მას ვნე­ბა­თა­ღელ­ვის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია. გო­რე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მსა­ჯო­ბით დარ­ჩ­ნენ უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი, მატ­ჩი კი იმან მო­ი­გო, ვინც სა­კუ­თა­რი სა­გო­ლე შან­სი გა­მო­ი­ყე­ნა.

"ტორ­პე­დომ" გორ­ში ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ექ­ვ­ს­ქუ­ლი­ა­ნი თა­მა­ში მო­ი­გო, რი­თაც მე­ო­რე­ად­გი­ლო­სან "დი­ლას" ორი ქუ­ლის მან­ძილ­ზე მი­უ­ახ­ლოვ­და და სა­ჩემ­პი­ო­ნო რბო­ლა­საც შე­მორ­ჩა. ეს გო­რელ­თა თავ­კა­ცის, გი­ორ­გი და­რა­სე­ლი­ას ქარ­თულ კა­რი­ე­რა­ში მე­ო­რე მარ­ცხია.

გეხ­სო­მე­ბათ, პირ­ვე­ლად მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით "დი­ლა" თბი­ლის­ში "დი­ნა­მოს­თან" და­მარ­ცხ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა "ტორ­პე­დოს", მარ­ტ­ვილ­ში გან­ც­დი­ლი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი მარ­ცხის შემ­დეგ გია გე­გუ­ჩა­ძის გუნ­დი აშ­კა­რად აღ­მავ­ლო­ბის გზა­ზეა - მას შემ­დეგ ქუ­თა­ი­სე­ლებ­მა ზე­დი­ზედ სა­მი მატ­ჩი მო­ი­გეს.

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ზეს­ტა­ფო­ნის მძი­მე ხვედ­რი
"ზეს­ტა­ფო­ნი" სო­ფელ ივან­წ­მინ­და­ში "ჩი­ხუ­რას­თან" სა­თა­მა­შოდ შე­სუს­ტე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით ჩა­ვი­და და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მატ­ჩის შე­დე­გი გა­საკ­ვი­რი არ არის.

ფე­რო­ელ­თა ახალ­გაზ­რ­დულ­მა კონ­ტინ­გენ­ტ­მა ბო­ლომ­დე იბ­რ­ძო­ლა და ან­გა­რი­შიც გახ­ს­ნა, მაგ­რამ მას­პინ­ძელ­თა უფ­რო მა­ღალ­მა კლას­მა და შე­თა­მა­შე­ბამ თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა და გა­მარ­ჯ­ვე­ბა საჩხე­რე­ლებს დარ­ჩათ.

შე­დე­გად, "ჩი­ხუ­რა" "ტორ­პე­დოს­თან" მე­სა­მე ად­გილს იყოფს და ყვე­ლა სა­ფუძ­ვე­ლი აქვს იმის­თ­ვის, რომ ევ­რო­საგ­ზუ­რის­თ­ვის იბ­რ­ძო­ლოს.

"ჩი­ხუ­რას" სა­მი გო­ლი­დან ერ­თი ნი­კა კვას­ხ­ვა­ძის ან­გა­რი­შ­ზეა, "ზეს­ტა­ფო­ნის" კარს კი მი­სი ძმა რო­ი­ნი იცავ­და.

"ზეს­ტა­ფონ­ზე" კი ახა­ლი რა უნ­და ვთქვათ - სა­ქარ­თ­ვე­ლოს მოქ­მედ ჩემ­პი­ონს სა­უ­კე­თე­სო დრო­ე­ბა არ უდ­გას და ზე­ექ­ვ­სე­ულ­ში მოხ­ვედ­რაც სა­თუ­ო გა­უხ­და. "ზეს­ტა­ფონ­ში" ამ­ჟა­მად, ფაქ­ტობ­რი­ვად, ახა­ლი გუნ­დის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ვნა­ხოთ, რა პე­რი­ო­დი დას­ჭირ­დე­ბა სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო შტაბს ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი კო­ლექ­ტი­ვის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ზეს­ტა­ფონს" დრო­ე­ბით დუბ­ლ­შე­მად­გენ­ლო­ბის მწვრთნე­ლი გი­ორ­გი მი­ქა­ძე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს.

"ზეს­ტა­ფო­ნის" კრი­ზი­სი კი "მე­ტა­ლურ­გის" შან­სია. სულ ცო­ტა ხნის წინ რუს­თა­ვე­ლებს თით­ქოს აღარ ჰქონ­დათ სა­უ­კე­თე­სო ექ­ვე­ულ­ში მოხ­ვედ­რის შან­სი დარ­ჩე­ნი­ლი, მაგ­რამ კონ­კუ­რენ­ტის წა­ფორ­ხი­ლე­ბამ და სა­კუ­თარ­მა შე­მარ­თე­ბამ გი­ორ­გი ყი­ფი­ან­სა და მის ფეხ­ბურ­თე­ლებს ზე­და ეშე­ლონ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბის რე­ა­ლუ­რი პერ­ს­პექ­ტი­ვა გა­უ­ჩი­ნა.

ბუ­ნებ­რი­ვია, "მე­ტა­ლურ­გის" წინ­ს­ვ­ლა მხო­ლოდ "ზეს­ტა­ფო­ნის" უფე­რუ­ლი თა­მა­შით არ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი - "ვიტ ჯორ­ჯი­ამ" ამ სე­ზონ­ში არა­ერ­თი ფა­ვო­რი­ტი გა­ამ­წა­რა და სწო­რედ ამი­ტომ "მცხე­თა პარ­კ­ზე" გა­მარ­ჯ­ვე­ბა სა­ხუ­მა­რო საქ­მე ნამ­დ­ვი­ლად არ არის.

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვე­ტე­რი­ნა­რებ­მა "ზეს­ტა­ფონს" მის­სა­ვე მო­ე­დან­ზე სძლი­ეს.

დერ­ბი ძლი­ე­რებ­მა მო­ი­გეს
ბო­ლოს კი და­სავ­ლეთ­ში გა­მარ­თულ ორ დერ­ბი­საც შე­ვე­ხოთ, სა­დაც არ­ც­თუ მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბი და­ფიქ­სირ­და. ზუგ­დიდ­ში საკმაოდ დრა­მა­ტუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა გა­ი­მარ­თა. სა­ბო­ლო­ოდ, და­ძა­ბუ­ლი "მეგ­რუ­ლი დერ­ბი" "ზუგ­დი­დის" გა­მარ­ჯ­ვე­ბით დას­რულ­და.

ზუგ­დი­დე­ლებს ზე­ექ­ვ­სე­ულ­ში და­სამ­კ­ვიდ­რებ­ლად პირ­ვე­ლი ეტა­პის დარ­ჩე­ნილ სამ ტურ­ში ერ­თა­დერ­თი ქუ­ლა სჭირ­დე­ბათ და ამ ამო­ცა­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ უნ­და გა­უ­ჭირ­დეთ. სხვა საქ­მეა, მის­ცემს თუ არა ელ­გუ­ჯა ქო­მე­თი­ა­ნის გუნდს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ას­პა­რე­ზო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ზუგ­დი­დე­ლებს ამ­ჟა­მა­დაც არა­სა­ი­მე­დო და რთუ­ლად პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი აქვთ.

"ზღვის­პი­რულ დერ­ბი­ში" კი იმან მო­ი­გო, ვი­საც ქუ­ლე­ბი უფ­რო სჭირ­დე­ბო­და. "კოლ­ხე­თი" უკ­ვე პირ­ველ­ლი­გე­ლად შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვაცხა­დოთ, ბა­თუ­მის "დი­ნა­მომ" კი ფოთ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბით მცი­რე შე­ღა­ვა­თი იგ­რ­ძ­ნო, თუმ­ცა ელი­ტა­ში და­სარ­ჩე­ნად აჭა­რულ კლუბს მე­ო­რე ეტაპ­ზე ამ­ჟა­მინ­დელ­ზე გა­ცი­ლე­ბით შე­დე­გი­ა­ნი ას­პა­რე­ზო­ბა დას­ჭირ­დე­ბა.

* * *
ბო­ლოს პირ­ველ ეტაპ­ზე დარ­ჩე­ნი­ლი სა­მი ტუ­რის გან­რიგ­საც გა­გაც­ნობთ და თა­ვად შე­გიძ­ლი­ათ იმ­ს­ჯე­ლოთ და ივა­რა­უ­დოთ, თუ რო­გორ სა­ხეს მი­ი­ღებს სა­ტურ­ნი­რო ცხრი­ლი 23 დე­კემ­ბერს.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური
სიონი-დინამო 0:5 - ლიდერის მორიგი გასეირნება [VIDEO]
დილა-ტორპედო 0:1 - მარცხი და აურზაური გორში [VIDEO]
კოლხეთი-დინამო (ბთ) 1:2 - გურული მწვრთნელია თუ მსაჯი? [VIDEO]
ჩიხურა-ზესტაფონი 3:1 - საჩხერელთა დამაჯერებელი გამარჯვება
ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 0:1 - ბოლო იმედის ქულები
ზუგდიდი-მერანი 3:2 - ზუგდიდელებს სიხარული სიხარულიამ მოუტანა

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 დინამო (თბ) 19 14 4 1 57-16 46
2 დილა 19 13 1 5 30-12 40
3 ტორპედო 19 12 2 5 35-17 38
4 ჩიხურა 19
12 2 5 32-20 38
5 ზუგდიდი 19 10 5 4 26-16 35
6 ზესტაფონი 19 8 4 7 24-19 28
7 მეტალურგი 19 8 2 9 15-24 26
8 მერანი 19 6 2 11 16-30 20
9 ვიტ ჯორჯია 19 5 5 9 13-25 20
10 სიონი 19 4 5 10 13-33 17
11 დინამო (ბთ) 19 3 3 13 20-42 12
12 კოლხეთი 19 0 3 16 10-37 3

Sportall.Ge

XX ტუ­რი
15 დე­კემ­ბე­რი
დი­ნა­მო (თბ)-ზუგ­დი­დი
მე­რა­ნი-კოლ­ხე­თი
ზეს­ტა­ფო­ნი-სი­ო­ნი
მე­ტა­ლურ­გი-ჩი­ხუ­რა
დი­ნა­მო (ბთ)-დი­ლა
ტორ­პე­დო-ვიტ ჯორ­ჯია

XXI ტუ­რი
19 დე­კემ­ბე­რი
დი­ნა­მო (თბ)-მე­რა­ნი
სი­ო­ნი-მე­ტა­ლურ­გი
ზუგ­დი­დი-ზეს­ტა­ფო­ნი
ვიტ ჯორ­ჯია-დი­ნა­მო (ბთ)
დი­ლა-კოლ­ხე­თი
ჩი­ხუ­რა-ტორ­პე­დო

XXII ტუ­რი
23 დე­კემ­ბე­რი
მე­ტა­ლურ­გი-ზუგ­დი­დი
ზეს­ტა­ფო­ნი-დი­ნა­მო (თბ)
დი­ნა­მო (ბთ)-ჩი­ხუ­რა
ტორ­პე­დო-სი­ო­ნი
კოლ­ხე­თი-ვიტ ჯორ­ჯია
მე­რა­ნი-დი­ლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიასამიძე უკვე 2 არის სიმბოლურში და რატო არ აცერია?
dinamobt
13:36 13-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული