ირაკ­ლი სი­ხა­რუ­ლი­ძე: მიყ­ვარს წი­ნა ძელ­თან გას­ვ­ლა

AutoSharing Option
სპე­ცი­ფი­კუ­რი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნატ­შიც არი­ან.

სა­ჯა­რი­მოს ფორ­ვარ­დი - ეს ძა­ლი­ან თა­ვი­სე­ბუ­რი პო­ზი­ციაა. ასე­თი თავ­დამ­ს­ხ­მე­ლის­თ­ვის არ არის აუცი­ლე­ბე­ლი, რომ მცვე­ლი მო­ატყუ­ოს, გუნ­დი "ამო­იყ­ვა­ნოს", პირ­ვე­ლი ბურ­თი მო­ი­გოს და სა­გო­ლე პა­სე­ბი არი­გოს. მას ყვე­ლა­ზე უფ­რო ერ­თი რა­მე ევა­ლე­ბა - მე­ტო­ქის სა­ჯა­რი­მო­ში დახ­ვ­დეს ბურთს და გო­ლი გა­ი­ტა­ნოს.

რუს­თა­ვის "მე­ტა­ლურგს" ჰყავს ასე­თი თავ­დამ­ს­ხ­მე­ლი - 22 წლის ირაკ­ლი სი­ხა­რუ­ლი­ძე.

ის ჯერ თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში" თა­მა­შობ­და, მე­რე კი "ვიტ ჯორ­ჯი­ას" ღირ­სე­ბას იცავ­და. ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის წი­ნა ტურ­ში "მე­ტა­ლურ­გი" სწო­რედ "ვიტ ჯორ­ჯი­ას" ეს­ტუმ­რა და მცხე­თი­დან სა­მი ქუ­ლა წა­მო­ი­ღო. ერ­თა­დერ­თი
გო­ლი ყო­ფილ გუნდს სი­ხა­რუ­ლი­ძემ გა­უ­ტა­ნა.

- "ვიტ ჯორ­ჯია" ახ­ლა მო­წი­ნა­ვე­თა შო­რის არ არის, თუმ­ცა საკ­მა­ოდ ძნე­ლად და­სა­ჯაბ­ნი გუნ­დია, ლი­დე­რებს რამ­დე­ნი­მე ქუ­ლაც აარ­თ­ვა - "მე­ტა­ლურ­გ­მა" რის ხარ­ჯ­ზე მო­ა­ხერ­ხა მცხე­თა­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა?
- "ვიტ ჯორ­ჯი­ას" კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ჰყავს და შე­სა­ბა­მი­სად, რთუ­ლი თა­მა­ში გვქონ­და. თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დით, რომ ამ შეხ­ვედ­რა­ში ცო­ტა სა­გო­ლე მო­მენ­ტი გვექ­ნე­ბო­და და ასეც მოხ­და. ტე­რი­ტო­რი­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა ჩვენს მხა­რეს იყო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­მი ქუ­ლაც მო­ვი­პო­ვეთ.

- "ვიტ ჯორ­ჯი­ა­დან" შე­ნი წა­მოს­ვ­ლის მი­ზე­ზი რა იყო?
- ამ გუნ­დი­დან ჩე­მი წა­მოს­ვ­ლა ორი­ვე მხა­რის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო.

- სპე­ცი­ფი­კუ­რი თავ­დამ­ს­ხ­მე­ლი ხარ და ალ­ბათ ყვე­ლა გუნდს, ყვე­ლა­ნა­ირ ტაქ­ტი­კას ვერ მო­ერ­გე­ბი - "მე­ტა­ლურ­გი" უფ­რო რო­მე­ლი სა­თა­მა­შო კონ­ცეფ­ცი­ის მიმ­დე­ვა­რია?
- აქ­ცენ­ტი ბურ­თის ფლო­ბა­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე კეთ­დე­ბა. გრძე­ლი პა­სი და გა­ი­ქე­ცი - ასე არ ვთა­მა­შობთ. "ვიტ ჯორ­ჯი­ა­დან" რომ წა­მო­ვე­დი, ეს იმას არ ნიშ­ნავს, ამ გუნდს ვერ შე­ვეწყ­ვე. უბ­რა­ლოდ, სა­თა­ნა­დოდ არ მეძ­ლე­ო­და თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბა.

- "მე­ტა­ლურ­გის" თავ­დამ­ს­ხ­მე­ლებ­ზე რო­გორ ნა­წილ­დე­ბა მწვრთნე­ლის და­ვა­ლე­ბე­ბი? ვის უფ­რო რა ევა­ლე­ბა?
- მე და დი­მიტ­რი ტა­ტა­ნაშ­ვი­ლი - თავ­დამ­ს­ხ­მე­ლე­ბის გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მე ორი­ვე­ზე თა­ნაბ­რად არის გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი.

- დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი თვა­ლი შე­ამ­ჩ­ნევს - საქ­არ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ში თავ­დამ­ს­ხ­მე­ლებს მა­ინ­ც­და­მა­ინც არ უყ­ვართ წი­ნა ძელ­თან გას­ვ­ლა ფლან­გუ­რი ჩა­წო­დე­ბის დროს...
- მე პი­რი­ქით, მიყ­ვარს წი­ნა ძელ­თან გას­ვ­ლა, სა­ი­და­ნაც უფ­რო მეტ ხი­ფათს ვქმნი. სა­ერ­თოდ, სა­ჯა­რი­მო­ში მყოფ­მა თავ­დამ­ს­ხ­მელ­მა სი­ტუ­ა­ცი­ის­და მი­ხედ­ვით უნ­და იმოქ­მე­დოს.

- "მე­ტა­ლურ­გის" მწვრთნე­ლი გი­ორ­გი ყი­ფი­ა­ნი მეტ­წი­ლად რა და­ვა­ლე­ბას გაძ­ლევს?
- რო­მელ გუნდს ვე­თა­მა­შე­ბით და რა სტრა­ტე­გი­ას ვირ­ჩევთ - მწვრთნე­ლი და­ვა­ლე­ბას ამის მი­ხედ­ვით მაძ­ლევს.

- რო­გორ ფიქ­რობ, თავ­დამ­ს­ხ­მე­ლის­თ­ვის რა სპე­ცი­ფი­კას წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ში თა­მა­ში?
- ვფიქ­რობ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნი­ჭი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა არ არის, ბევრს შე­უძ­ლია წარ­მა­ტე­ბით თა­მა­ში. ვინც უფ­რო მონ­დო­მე­ბუ­ლი გა­მოდ­გე­ბა, სხვა­ზე მეტ­საც ის მი­აღ­წევს.

- "ზეს­ტა­ფონ­ში" მომ­ხ­დარ­მა ამ­ბებ­მა "მე­ტა­ლურგს" ექ­ვ­სე­ულ­ში მოხ­ვედ­რის შან­სი გა­უ­ზარ­და...
- "ზეს­ტა­ფონ­მა" ახ­ლა­ხან "ჩი­ხუ­რას­თან" რომ წა­ა­გო, რა თქმა უნ­და, ამით ჩვე­ნი ექ­ვ­სე­ულ­ში მოხ­ვედ­რის შან­სი გა­ი­ზარ­და და ყვე­ლა­ნა­ი­რად ვეც­დე­ბით, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ად­ვი­ლი კა­ლენ­და­რი არც ჩვენ გვაქვს, რთუ­ლი მატ­ჩე­ბი გვე­ლის.

- "მე­ტა­ლურ­გი" ხე­ლოვ­ნურ სა­ფარ­ზე ვარ­ჯი­შობს და სა­ში­ნაო მატ­ჩებ­საც იქ თა­მა­შობს - სტუმ­რად, მინ­დორ­ზე რომ გი­წევთ თა­მა­ში, ერ­თი გრუნ­ტი­დან მე­ო­რე­ზე გა­დას­ვ­ლა რამ­დე­ნად ძნე­ლია?
- მო­ედ­ნის სა­ფა­რის ასეთ­ნა­ი­რად გა­მოც­ვ­ლა, რა თქმა უნ­და, არა­სა­სურ­ვე­ლია. პი­რა­დად ჩემ­თ­ვის მინ­დორ­ზე თა­მა­ში გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია.

- "დი­ნა­მო" ჩვენ­თან ყვე­ლა­ზე სა­ხე­ლი­ა­ნი და ტი­ტუ­ლო­ვა­ნი კლუ­ბია, თუმ­ცა იქი­დან წა­მოს­ვ­ლა მო­გი­წია...
- "დი­ნა­მო­დან" წა­მოს­ვ­ლის მი­ზე­ზი სხვა იყო, იქ მწვრთნე­ლი და ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა შე­იც­ვა­ლა, მო­ვიდ­ნენ უფ­რო გა­მოც­დი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, ნაკ­ლე­ბად მექ­ნე­ბო­და თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბა და მეც "ვიტ ჯორ­ჯი­ა­ში" გა­და­ვე­დი.

- წი­ნა სე­ზონ­ში რუს­თა­ვის "მე­ტა­ლურ­გი" ლა­მის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, ახ­ლა კი ჯერ მეშ­ვი­დე ად­გილ­ზეა - რა უნ­და იყოს ამის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი?
- მეშ­ვი­დე ად­გილ­ზე ყოფ­ნას "მე­ტა­ლურ­გის­გან" მარ­თ­ლაც არა­ვინ ელო­და. რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჩვენ­თან არ ყო­ფი­ლა. ალ­ბათ, ყვე­ლა­ფე­რი მა­ლე და­ლაგ­დე­ბა. რაც მოხ­და, სა­კუ­თარ თავს უნ­და და­ვაბ­რა­ლოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს უმაღლესი ლიგის XIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 0:1 - ბოლო იმედის ქულები

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული