შეგახსენებთ, რომ შიგადაშიგ მთავარი არბიტრის, ოთარ ხეცაძის "ტექნიკურ" ქმედებებს პირველი ტაიმის მიწურულს მხარი კარსუკან მყოფმა არსენ ნონიკაშვილმაც აუბა და ქუთაისის "ტორპედოს" კარში 11-მეტრიანი არ დაანიშნინა.
გთავაზობთ იმ წერილის სრულ ვარიანტს, რომელიც ს/კ "დილამ" სფფ-ის პრეზიდენტის სახელზე გააგზავნა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ დომენტი სიჭინავას
2012 წლის 8 დეკემბერს გამართული ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩში გორის "დილა"
ასპარეზობა ჩატარდა მსაჯების უხეში შეცდომებით, რამაც მის შედეგზე გადამწყვეტი გავლენა იქონია. კერძოდ, პირველი ტაიმის მიწურულს "დილას" ფეხბურთელ რომან ახალკაცს სტუმართა მცველი ზაზა ჭელიძე აშკარა წესების დარღვევით აქცევს საკუთარ საჯარიმოში, რაზეც შემთხვევის ადგილიდან ორიოდე (!) მეტრში მყოფმა ე.წ. დამატებითმა მსაჯმა არსენა ნონიკაშვილმა არავითარი რეაგირება არ მოახდინა.
მის მიკერძოებულ უმოქმედობას დაეთანხმა მთავარი არბიტრი ოთარ ხეცაძეც, რომელმაც ისარგებლა რა მისებრ დაბალი კვალიფიკაციის კოლეგის "დიაგნოზით", მასპინძელთა სასარგებლოდ არ დანიშნა ასპროცენტიანი პენალტი.
ამას გარდა, მატჩის 52-ე წუთზე გაფრთხილებული "ტორპედოს" ნახევარმცველი მერაბ გიგაური, 72-ე წუთზეც იმსახურებდა ყვითელ ბარათს.
ჩვენს მიერ მოწოდებული ვიდეომასალიდან კარგად ჩანს, როგორ შეაჩერა მან საკუთარ ნახევარზე მაისურის მოქაჩვით "დილას" ფეხბურთელი, რომლის აქტიურობას სავსებით შეიძლებოდა მოჰყოლოდა საგოლე შეტევა.
ჩვენი თხოვნაა, ჩვეული პრინციპულობითა და ობიექტურობით განიხილოთ მომხდარი ეპიზოდები და შესაბამისი ვერდიქტის გამოტანით აღარ დაუშვათ ასეთი დაბალი დონისა და წლების განმავლობაში მიკერძოებულობაში შემჩნეული ინდივიდების ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე სამსაჯოდ მივლინება.
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის
საფეხბურთო კლუბ გორის "დილას"
დირექტორი: (ზ. დალაქიშვილი)
ასევე იხილეთ:
საქართველოს უმაღლესი ლიგის XIX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
დილა-ტორპედო 0:1 - მარცხი და აურზაური გორში [VIDEO]