ჭანტურია ითამაშებს, ბათიაშვილი მიდის?

AutoSharing Option
დღეს ტურის ცენტრალური შეხვედრა კურიოზულ ვითარებაში ტარდება - თბილისის "ვიტ ჯორჯია" რუსთავის "ოლიმპს" რუსთავის "ფოლადზე" უმასპინძლებს. თუმცა ამ შემთხვევაში "ოლიმპის" მეკარე ზურაბ ბათიაშვილს სახალისოდ არ აქვს საქმე. როგორც დავადგინეთ, 30 წლის გამოცდილი კიპერი დღეს რუსთაველთა 18-კაციან განაცხადში არ იქნება.

როგორც ცნობილია, საქართველოს ჩემპიონის ხელმძღვანელებმა გუნდში გამოცდილი მეკარე გია ჭანტურია დააბრუნეს. ორკვირიანი ვარჯიშის შემდეგ ჭანტურიამ ფორმა აღიდგინა და შესაძლოა, დღეს "ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგ სწორედ მან ითამაშოს - ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, დღეს 18-კაციან განაცხადში იქნება. ერთი გუნდისთვის სამი მეკარე საქართველოში დიდ
ფუფუნებად ითვლება და განაცხადში ბათიაშვილის ვერმოხვედრა გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, პირველი წრის შემდეგ მან ჩემპიონის რიგები დატოვოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული