მეტალურგი-ჩიხურა 1:1 - გან­წყო­ბაც ამინდს ჰგავ­და... [VIDEO]

AutoSharing Option
რუს­თა­ვის "მე­ტა­ლურ­გი" ("ოლიმ­პი") უმაღ­ლეს ლი­გა­ში 2006 წელს გა­მოჩ­ნ­და და იმის მე­რე მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თხელ მოხ­და, გუნ­დ­მა სე­ზო­ნი პირ­ველ სა­მე­ულს მიღ­მა რომ და­ამ­თავ­რა.

ეს ფაქ­ტი 2007-08 წლე­ბის სე­ზონ­ში იყო, რო­ცა რუს­თა­ვე­ლებ­მა IV ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს და აი, ახ­ლა რე­ა­ლუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბაა, რომ გუნ­დ­მა არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ა­ში უარე­სი შე­დე­გი უჩ­ვე­ნოს.

მოკ­ლედ, ძა­ლი­ან დი­დია იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ორ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნი გუნ­დი ზე­და ექ­ვ­სე­ულ­ში ვერ მოხ­ვ­დეს. თა­ნაც, რუს­თა­ვე­ლე­ბი მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე აღარ არი­ან და­მო­კი­დე­ბულ­ნი და ახ­ლა უკ­ვე იმის იმე­დად უნ­და იყ­ვ­ნენ, რომ უშუ­ა­ლო კონ­კუ­რენ­ტ­მა "ზეს­ტა­ფონ­მა" დარ­ჩე­ნილ ორ ურ­თუ­ლეს
მატ­ჩ­ში ქუ­ლე­ბი და­კარ­გოს.

მოვ­ლე­ნე­ბის ასე­თი გან­ვი­თა­რე­ბა კი იმის მე­რე გაცხად­და, რო­ცა მარ­თ­ლაც "არა­ნორ­მა­ლუ­რად" მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი "მე­ტა­ლურ­გი" ამ სე­ზო­ნის უდა­ვო აღ­მო­ჩე­ნად ქცე­ულ "ჩი­ხუ­რას­თან" მხო­ლოდ ფრეს დას­ჯერ­და.

არა­და, მას­პინ­ძ­ლებს მონ­დო­მე­ბა ნამდ­ვი­ლად არ და­ე­წუ­ნე­ბო­დათ და სუს­ხი­ან და თოვ­ლ­ჭყა­პი­ან ამინ­დ­ში 90 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი იერი­შიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს; მაგ­რამ ერ­თი შე­ხედ­ვით უმო­ტი­ვა­ციო მე­ტო­ქე­მაც ღირ­სე­უ­ლად იბ­რ­ძო­ლა და ერ­თობ მწვა­ვე კონ­ტ­რ­შე­ტე­ვე­ბით მას­პინ­ძ­ლე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე შე­ა­წუ­ხა.

Sportall.Geრა­ტომ­ღაც ბევრს ეგო­ნა, რომ ზე­და ექ­ვ­სე­ულ­ში ად­გილ­გა­ნაღ­დე­ბუ­ლი "ჩი­ხუ­რა" ამ მატჩს "სე­რი­ო­ზუ­ლად" არ მი­უდ­გე­ბო­და; თა­ნაც, სტუმ­რე­ბი რუს­თავ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კად­რო პრობ­ლე­მე­ბით ჩა­ვიდ­ნენ (სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზით აკ­ლ­დათ: გი­ორ­გი სომ­ხიშ­ვი­ლი, ედიკ სა­ჯაია, ნი­კა გუ­შა­რაშ­ვი­ლი, ლა­შა ჭე­ლი­ძე, ნი­კა კვას­ხ­ვა­ძე, რე­ვაზ გო­ცი­რი­ძე), თუმ­ცა, ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, "ჩი­ხუ­რამ" ბო­ლომ­დე "იომა" და, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ… "ზეს­ტა­ფო­ნის" საქ­მეც "გა­ა­კე­თა"!

მას­პინ­ძ­ლე­ბი ოპ­ტი­მა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბით გა­მო­ვიდ­ნენ. სტუ­მარ­თა გა­მოც­დილ­მა თავ­კაც­მა სო­სო ფრუ­ი­ძემ კი, სა­კად­რო პრო­ბლ­ემე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რამ­დე­ნი­მე გა­და­ად­გი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა და, რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, თა­მა­ში კონ­ტ­რ­შე­ტე­ვებ­ზე ააგო.

პირ­ვე­ლი გო­ლიც სტუმ­რებ­მა გა­ი­ტა­ნეს: და­ვით ოდი­კა­ძემ (ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი გახ­ლ­დათ ამ შეხ­ვედ­რა­ში) მარ­ჯ­ვე­ნა ფლან­გი­დან "სტან­დარ­ტუ­ლი" შე­ას­რუ­ლა, მას­პინ­ძელ­თა სა­ჯა­რი­მო­ში კი "ჩი­ხუ­რას" ცენ­ტ­რა­ლურ­მა მცველ­მა ჯა­ბა ბე­რი­ა­ნი­ძემ ყვე­ლას და­ას­წ­რო და ზუს­ტი თა­ვუ­რიც "მი­ა­ყო­ლა"!

ამ გო­ლის მე­რე ტე­რი­ტო­რი­ულ უპი­რა­ტე­სო­ბას მას­პინ­ძ­ლე­ბი და­ე­უფ­ლ­ნენ და ზე­დი­ზედ რამ­დე­ნი­მე უმ­წ­ვა­ვე­სი შე­ტე­ვაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. აქ­ვე ისიც უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ზე­დი­ზედ ორ­ჯერ სტუმ­რე­ბი აშ­კა­რა გოლს გა­და­ურ­ჩ­ნენ. თუმ­ცა "მე­ტა­ლურ­გის" ფეხ­ბურ­თე­ლებს მონ­დო­მე­ბა მა­ინც და­უ­ფას­დათ: მო­რი­გი, თით­ქ­მის 100-პრო­ცენ­ტი­ა­ნი მო­მენ­ტის ვერ­გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ რე­ვაზ გე­წა­ძის კუთხურს ირაკ­ლი სი­ხა­რუ­ლი­ძემ ეფექ­ტუ­რი გაგ­რ­ძე­ლე­ბა მო­უ­ძებ­ნა და ზუს­ტი თა­ვუ­რი დარ­ტყ­მით ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა.

ტა­ი­მის ბო­ლომ­დე სტუმ­რე­ბი კი­დევ ერ­თხელ გა­დარ­ჩ­ნენ, ერთ ეპი­ზოდ­ში კი ირაკ­ლი მა­ი­სუ­რა­ძის შო­რე­უ­ლი დარ­ტყ­მა გა­ჭირ­ვე­ბით მო­ი­გე­რია ზუ­რაბ მწყე­რაშ­ვილ­მა.

თა­ვის მხრივ, "ჩი­ხუ­რა­მაც" შექ­მ­ნა ერ­თი-ორი სა­ხი­ფა­თო მო­მენ­ტი: ერთ ეპი­ზოდ­ში გა­გა ჩხე­ტი­ა­ნის თა­ვუ­რი დარ­ტყ­მა ზუ­რაბ ბა­თი­აშ­ვილ­მა მო­ი­გე­რია, მა­ნამ­დე კი, სტუმ­რე­ბის აზ­რით, "მე­ტა­ლურ­გის" მცველს სა­კუ­თარ სა­ჯა­რი­მო­ში ბურ­თი ხელ­ზე მოხ­ვ­და, მაგ­რამ...…

მე­ო­რე ტა­ი­მი პირ­ველ­ზე არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოდ წა­რი­მარ­თა და ორი­ვე გუნ­დ­მა ტემ­პი­ა­ნი თა­მა­შიც შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა. სტუმ­რე­ბი სწრა­ფად გა­და­დი­ოდ­ნენ მე­ტო­ქის ნა­ხე­ვარ­ზე, სწრა­ფი გა­რე­მარ­ბე­ბიც - და­ვით კირ­კი­ტა­ძე და ბე­სიკ დე­კა­ნო­ი­ძე ფლან­გებ­ზე აქ­ტი­უ­რობ­დ­ნენ და მე­ურ­ვე­ებს წინ წას­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­დ­ნენ.

თუმ­ცა, მას­პინ­ძ­ლებს ტა­ი­მის და­საწყის­ში­ვე შე­ეძ­ლოთ, მატ­ჩის სცე­ნა­რი შე­ეც­ვა­ლათ, მაგ­რამ რე­ა­ლურ­ზე-რე­ა­ლუ­რი შან­სი ვერ გა­მო­ი­ყე­ნეს: შე­ტე­ვა გი­ორ­გი მი­ქა­ბე­რი­ძემ წა­მო­იწყო, მარ­ჯ­ვე­ნა ფლან­გ­ზე ირაკ­ლი სი­ხა­რუ­ლი­ძემ იაქ­ტი­უ­რა და ზუს­ტი პა­სით დი­მიტ­რი ტა­ტა­ნაშ­ვი­ლი მო­ძებ­ნა; გა­მოც­დილ­მა ცენ­ტ­რ­ფორ­ვარ­დ­მაც ეფექ­ტუ­რი ფინ­ტით მე­ურ­ვე ჩა­მო­ი­ცი­ლა, მაგ­რამ კა­რის წინ მარ­ტოდ დარ­ჩე­ნილ­მა ბურ­თი მი­ზანს ააცი­ლა!

ამას მოჰ­ყ­ვა ირაკ­ლი მა­ი­სუ­რა­ძის ორი შო­რე­უ­ლი დარ­ტყ­მა, მაგ­რამ კვლა­ვაც უშე­დე­გოდ. მატ­ჩის ბო­ლოს­კენ ტემ­პი არ და­ცე­მუ­ლა, მას­პინ­ძელ­თა ახალ­გაზ­რდა თავ­კა­ცი გი­ორ­გი ყი­ფი­ა­ნი შეც­ვ­ლე­ბით შე­ე­ცა­და სი­ტუ­ა­ცი­ის შეც­ვ­ლას, თუმ­ცა "ჩი­ხუ­რა" თავ­საც კარ­გად იცავ­და და ერთ ეპი­ზოდ­ში და­ვით დიღ­მე­ლაშ­ვილ­მა "შე­ა­მოწ­მა" ზუ­რაბ ბა­თი­აშ­ვი­ლის ოს­ტა­ტო­ბა.

და მა­ინც, მას­პინ­ძ­ლებს შე­ეძ­ლოთ ასე ნა­ნატ­რი გო­ლის გა­ტა­ნა: ლა­შა ჯა­ფა­რი­ძემ მარ­ჯ­ვე­ნა ფლან­გი­დან ბურ­თი მე­ტო­ქის სა­ჯა­რი­მო­ში ჩაჰ­კი­და, მაგ­რამ ირაკ­ლი სი­ხა­რუ­ლი­ძის თა­ვუ­რი დარ­ტყ­მა ამ­ჯე­რად არა­ზუს­ტი აღ­მოჩ­ნ­და.

აქ­ვე ისიც უნ­და ვთქვათ, რომ პირ­ვე­ლი ტა­ი­მის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მატ­ჩის მი­წუ­რულს უშეც­დო­მოდ თა­მა­შობ­და "ჩი­ხუ­რას" მე­კა­რე ზუ­რაბ მწყე­რაშ­ვი­ლი და სა­ბო­ლო­ოდ, სტუმ­რებ­მა რუს­თა­ვი­დან ქუ­ლის "წა­ღე­ბა" მო­ა­ხერ­ხეს.

აი, "მე­ტა­ლურ­გის" მწვრთნელ-ფეხ­ბურ­თელ­თა თუ გუნ­დის ქო­მაგ­თა გან­წყო­ბა რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და, ად­ვი­ლი მი­სახ­ვედ­რია…

VideoSportall.Ge
მეტალურგი - ჩიხურა 1:1


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული