თუმცა ამჯერად ბრძოლა ვიხილეთ, რომლის დაწყებამ 24 წუთით გადაიწია: დიდთოვლობის გამო მოედნის გაწმენდა გახდა საჭირო.
მაგრამ ასეთ პირობებში თამაში მაინც ძალიან ძნელია და პირველ ტაიმში მხოლოდ ბრძოლა ვიხილეთ, თამაშზე კი რა მოგახსენოთ. ჩვენს ფეხბურთელებს ბურთის მოთვინიერება ნორმალურ საფარზე უჭირთ და, ცხადია, მოყინულზე ვერ იფრენდნენ.
პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი მომენტი შეიქმნა: 42-ე წუთზე რუსთაველი რევაზ გეწაძის ჩაწოდებულ კუთხურს ლუკა რაზმაძემ თავი დაახვედრა, მაგრამ "სიონის"
მეორე ნახევარში უფრო საინტერესო ბრძოლა გაიმართა. სიცივისგან თავის დაცვის რამდენიმე მეთოდი არსებობს, მაგრამ ფეხბურთელებს არჩევანი არ ჰქონდათ და ტემპს უმატეს.
"მეტალურგი" გააქტიურდა. ზედა ექვსეულში მოსახვედრად "მეტალურგს" გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა და გააქტიურდა.
48-ე წუთზე ანგარიშის გახსნა შეეძლო ირაკლი სიხარულიძეს, რომელმაც საჯარიმოს ხაზიდან ჩინებულად დაარტყა. ბურთი "ცხრიანში" ჩაეშვებოდა, ბობღიაშვილს მშვენიერ ნახტომში რომ არ მოეგერიებინა.
სახიფათო გამოდგა გიორგი ფეიქრიშვილის საპასუხო შეტევა, მაგრამ ვერ დააგვირგვინა.
მწვავე აღმოჩნდა ლაშა ჯაფარიძისა და დიმა ტატანაშვილის გათამაშებული კომბინაცია, მაგრამ ამ უკანასკნელის დარტყმა სუსტი გამოდგა და მეკარეს პრობლემა ვერ შეუქმნა.
82-ე წუთზე ბურთის მოგერიებისთვის მთავარმა არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ "სიონის" საყრდენ ვლადიმერ ჯოჯუას მეორე ყვითელი ბარათი აუფრიალა და მოედნიდან გააძევა.
რუსთაველებს მოსაგებად დრო რჩებოდათ, ძალიან სახიფათო შეტევაც განახორციელეს, მაგრამ ფლანგიდან გიორგი თექთურმანიძის ჩაწოდებას ფეხი ვერც სიხარულიძემ დაახვედრა და ვერც ტატანაშვილმა.
"მეტალურგმა" გამარჯვების გოლის გატანა ვერ მოახერხა და ასე აღმოჩნდა ვიცე-ჩემპიონი საუკეთესო ექვსეულს მიღმა - "მეტალურგისთვის" პირველი წრის შედეგი 19 დეკემბრის ამინდზე უფრო სუსხიანი აღმოჩნდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"