
მორიგი სამი ქულა მიითვალა ქუთაისის "ტორპედომ", რომელმაც ბოლნისის "სიონს" უმანსპინძლა და იოლად იმარჯვა - 4:1.
უმაღლეს ლიგაში დებიუტანტი სირიელი არბიტრის, ბასლეჰლოს გაძღოლით, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე უჩვეულო დროს - 14:00 სთ-ზე დაწყებული მატჩი, რომელზეც დასწრება უფასო იყო, ერთობ საინტერესო, გახსნილი და სანახაობრივი გამოდგა.
Video![ტორპედო-სიონი 4:1 - სანახაობა სირიელი არბიტრის თანხლებით [VIDEO] Sportall.Ge](/images/videomanager/videoimages/http:/video.ambebi.ge/files/2012/12-24/torpedo-sioni-4-1qtp.jpg)
ტორპედო - სიონი 4:1
![ტორპედო-სიონი 4:1 - სანახაობა სირიელი არბიტრის თანხლებით [VIDEO] Sportall.Ge](/images/videomanager/videoimages/http:/video.ambebi.ge/files/2012/12-24/torpedo-sioni-4-1qtp.jpg)
ტორპედო - სიონი 4:1
![ტორპედო-სიონი 4:1 - სანახაობა სირიელი არბიტრის თანხლებით [VIDEO] Sportall.Ge](/images/new_photo/UCXOURI/2012/SOCCER/DEC17-31/MMM/geo/000 22 geo torpedo-sioni 4-1.jpg)
პირველ ნახევარში თავი გიორგი კუხიანიძემ (18 წუთი) და ნიკა საბანაძემ (21)
მართალია, მეორე ტაიმში ბოლნისელებს ქულის გადარჩენის მცირე იმედი გიორგი ჭანკვეტაძის (54) გოლმა ჩაუსახა, მაგრამ ესეც სულ მცირე ხნით, რადგან სამიოდე წუთში ჯერ ელგუჯა გრიგალაშვილმა შეაგდო, მატჩის მიწურულს კი ხელიდან გოლის გატანის შანსი უკვე გიორგი ბერიაშვილმა აღარ გაუშვა.