გორის "დილაში" კრება ჩატარდა - ცვლილებები იქნება

AutoSharing Option
რა ხდება გორის "დილაში"? რატომ ტოვებს გუნდს მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია?

წინა ხელისუფლების პერიოდში "დილას" შინაგან საქმეთა სამინისტრო აფინანსებდა, ახლა კი სიტუაცია შეიცვალა და გასარკვევია, ვინ იქნება კლუბის სპონსორი და რა ბიუჯეტით შეეწევა "დილას".

26 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო "თორში" "დილას" კრება გაიმართა, სადაც კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მამუკა ჯუღელმა, ფეხბურთელებმა და "დილას" სხვა თანამშრომლებმა მოიყარეს თავი.

ჯუღელს უთქვამს, რთული იქნება, მაგრამ "დილამ" ჩემპიონობისთვის ბრძოლა უნდა გააგრძელოს, ყველა ღონეს ვიხმარ, გუნდი ბოლომე შევინახო და თუ გორში ვინმეს ექნება იმის სურვილი, რომ კლუბის
არსებობისთვის თანხა გაიღოს, ხელს არ შევუშლიო.

ჯუღელის თქმით, "დილას" მმართველ გუნდში ახალი სახეების გამოჩენას უნდა ველოდოთ.

სეზონის მეორე ეტაპისთვის "დილა" ჯერ ქობულეთში მოემზადება 15 იანვრიდან, 1 თებერვალს კი თურქეთში გაემგზავრება.

კრების ბოლოს "დილა" გიორგი დარასელიას დაემშვიდობა, რომელიც სამწვრთნელო კარიერას რუსეთის პირველ დივიზიონში, ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" გააგრძელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელად გორის "დილაში" დავით კვირკველია დაასახელეს
გორის "დილა" დაიშლება? დარასელია წავიდა, სალუქვაძე და ხოჯავა მიდიან
გორის "დილა" მწვრთნელის გარეშე - გიორგი დარასელია "სკა-ენერგიაში" დაინიშნა
ოთარ მარცვალაძე რუსეთის პირველი დივიზიონის "სკა-ენერგიას" გააძლიერებს?
მკითხველის კომენტარები / 1 /
მადლობა ღმერთს, ნამდვილად დასაშლელი გუნდი არ არის პირიქით, ეხლა გოგუასაც დაიმატებენ ისევ ალბათ და წელს ჩემპიონებიც აუცილებლად უნდა გახდნენ,იქნებ მანამდეც გამოჩნდეს ვინმე ფულიანი ძია რომელიც დააფინანსებს გუნდს.
bibo
11:50 27-12-2012
0

სიახლეები პოპულარული