ბოლნისის "სიონში" ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებას იმედოვნებენ

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონში", რომელმაც ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპი ძალიან ცუდად ჩაატარა, საკმაოდ დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი.

კლუბი კვლავ საბიუჯეტო დაფინანსების იმედად არის და უკვე იციან, რომ მეორე წრეში ამ კუთხით მდგომარეობა გამოსწორდება.

მაგრამ საბიუჯეტო კლუბები რომ არასტაბილურები არიან, ამ ფაქტიდანაც ჩანს: როგორც გავარკვიეთ, ყველა მოთამაშეს კონტრაქტი დეკემბრამდე ჰქონდა გაფორმებული, რადგან ბიუჯეტი ერთი წლით მტკიცდება.

როგორც ყოველთვის, ამ ხანმოკლე ხელშეკრულებების გამო, წარმოუდგენელია, კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებთან 2-3-წლიანი კონტრაქტები გააფორმოს და ხანგრძლივი და მიზანმიმართული მუშაობის გეგმა დაალაგოს.

ასე იყო წლების განმავლობაში და ასეც იქნება, ვიდრე
საბიუჯეტო კლუბებს საშველი არ დაადგებათ.

უახლოეს დღეებში კლუბის კრება გაიმართება, სადაც ცნობილი გახდება, ვინ დარჩება "სიონში", ვის დაშორდებიან და ვის დაიმატებენ.

შევიტყვეთ, რომ გუნდს შესვენება 10 იანვარს დაუსრულდება, მოთამაშეები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და საგაზაფხულო ეტაპისთვის მომზადებას შეუდგებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული