ფოთის "კოლხეთი" ახალ წელს უხელფასობითა და ბუნდოვანი მომავლით ხვდება

AutoSharing Option
ერთადერთი უმაღლესლიგელი, რომელსაც უძლიერესთა შორის დარჩენის შანსი და იმედი გადაწურული აქვს, ფოთის "კოლხეთია".

ზღვისპირელებისთვის სეზონის დარჩენილი ნაწილი სრული ფორმალობაა.

სამწუხაროდ, "კოლხეთის" უსიამოვნებები ამით არ შემოიფარგლება. ცუდ ასპარეზობას თან ერთვის ფინანსური პრობლემები - ნოემბერ-დეკემბრის ხელფასები გაუცემელია და, სავარაუდოდ, ფეხბურთელები და პერსონალი კუთვნილ ანაზღაურებას ახალ წლამდე ვერ მიიღებენ.

"კოლხეთი" უკვე დატოვა ძირითადი გუნდის თერთმეტმა ფეხბურთელმა და ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ფოთელების ღირსებას მრავლად დაიცავენ დუბლშემადგენლობის მოთამაშეები, რაც "კოლხეთის" შედეგებს იოლად პროგნოზირებადს ხდის.

სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას გუნდი 10 იანვარს შეუდგება და ამის შემდეგ
"კოლხეთის" შესახებ უფრო ბევრი სიახლე გახდება ცნობილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კოლხეთი 1913-ვიტ ჯორჯია 1:1 - ფოთელებმა პირველი ეტაპი მოგების გარეშე დაასრულეს
ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელს შეკრების დროს იატაკზე ეძინა...
მკითხველის კომენტარები / 1 /
კოლხეთის თემაა და კოლხეთის სტადიონის ფოტო დადეტ რა..
zhvanskiii
13:24 30-12-2012
0

სიახლეები პოპულარული