კოლხეთი 1913-ვიტ ჯორჯია 1:1 - ფოთელებმა პირველი ეტაპი მოგების გარეშე დაასრულეს

AutoSharing Option
უკვე მეორე შეხვედრაა, რაც ძირითადის მოთამაშეების დათხოვნის შემდეგ ადგილობრივებზე აქცენტგადატანილი "კოლხეთი" ბრძოლისუნარიანობით გვაკვირვებს.

წინა ტურში კოლხებმა ერთ-ერთ ლიდერ "დილასთან" ავტოგოლით წააგეს, ხოლო ამჯერად ვიტელებთან სულაც ფრეს მიაღწიეს.

მეტიც, ფოთელებს მოგებაც შეეძლოთ - 63-ე წუთზე გიორგი ბუხაიძის მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდების შემდეგ შალვა კვანტალიანმა 12-13 მეტრიდან დალაშქრა სტუმართა კარი.

Sportall.Geმართალია, თბილისელებმა გაქვითვა ხუთიოდ წუთში მოახერხეს, როცა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე გამოსვლისას მიხეილ ხარშილაძე შეცდა და ადამაძემ ანგარიში გაქვითა, მაგრამ ამის შემდეგ კოლხებს სამი შანსი მიეცათ.

სამივეჯერ "ვიტ ჯორჯია" ნიკა დაუშვილმა გადაარჩინა: ორჯერ თორნიკე
მოსიაშვილის
თავური გააუვნებელყო, აქედან ერთხელ ურთულესი ბურთის მოგერიება მოუხდა, ხოლო მესამე შემთხვევაში პირისპირ შეყრილ ბუხაიძეს არ დანებდა.

რა თქმა უნდა, მოგებას სტუმრებიც ეცადნენ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს და წინა ტურის მსგავსად, მეორე აუტსაიდერთანაც დაკარგეს ქულები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული