"გაგრა" - თურქული შეკრება და უცვლელი მიზანი

AutoSharing Option
"გაგრა" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას ლამობს.

პირველი ლიგის A ჯგუფში ზვიად ჯელაძის გუნდი დღეისთვის მესამე ადგილზეა და ლიდერ "გურიას" 7 ქულით ჩამორჩება, მაგრამ "გაგრას" წევრები იმედოვნებენ, რომ ამ ჩამორჩენის აღმოფხვრასა და ელიტის საგზურის მოპოვებას შეძლებენ.


ზამთრის შეკრებაზე "გაგრა" ანთალიაში გაემგზავრება, სადაც უცხოურ კლუბებთან რამდენიმე სპარინგ-მატჩს გამართავს. საახალწლო არდადეგები კი ფეხბურთელებს 10 იანვარს დაუმთავრდებათ და თურქეთში წასვლამდე თბილისში ივარჯიშებენ.

"გაგრა" საქართველოს თასის მერვედფინალშია გასული, სადაც მისი მეტოქე ქუთაისის "ტორპედო" იქნება. გეხსომებათ, ეს გუნდები ერთმანეთს შარშანდელ ფინალში დაუპირისპირდნენ და მაშინ გამარჯვება და ტიტული
"გაგრას" დარჩა.

"ჩვენი მეტოქე ახალგაზრდული და ძლიერი გუნდია, მაგრამ "გაგრა" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებს.

პირველი მატჩი ქუთაისში გველის, რაც მცირე უპირატესობას გვაძლევს, თუმცა შანსებს მაინც თანაბრად შევაფასებდი.

ჩვენი ფეხბურთელები თასის მერვედფინალურ შეხვედრებს მოუთმენლად ელიან",
- გვითხრა "გაგრას" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და იურიდიული სამსახურის უფროსმა მიხეილ აფხაზავამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული