ვალდას ივანაუსკასი, ანუ როგორ გავყიდოთ გორის "დილა"?

AutoSharing Option
როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს "დილას" დაფინანსებაზე ჯერ უარი არ უთქვამს, მაგრამ კლუბის ბიუჯეტი ბევრად მცირე იქნება, ვიდრე პირველ წრეში.

მაგრამ უცნობია, რა ბედი ელის კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ, შეუწყდება დაფინანსება, ახალი მეპატრონე ეყოლება თუ საერთოდ, რა მოხდება.

მოკლედ, "დილაში" დიდი გაუგებრობაა. სწორედ ამ გაურკვევლობას გაერიდა გიორგი დარასელია, ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" წინადადებას დათანხმდა და "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური გახდა.

ცნობილია, რომ გორულ კლუბში დარასელიას შემცვლელად რამდენიმე ვარიანტს განიხილავდნენ, მათ შორის, "ზესტაფონის" ყოფილ დამრიგებელს, გია ჭიაბრიშვილსა და რუსთავის "მეტალურგის" ასევე ექსმწვრთნელს,
კობა ჟორჟიკაშვილს
.

შევიტყვეთ, რომ ერთ-ერთი კანდიდატურა ლიტველიც იყო - "დილაში" ვალდას ივანაუსკასის ვარიანტზეც ფიქრობდნენ, რომელსაც კლუბის მენეჯერი მამუკა ჯუღელი ახლოს იცნობს და 2007-2008 წლებში თანამშრომლობდა კიდეც.

მაშინ გერმანული კლუბი "კარლ ცაისი" რუსმა ბიზნესმენებმა იყიდეს და მთავარ მწვრთნელად ივანაუსკასი დანიშნეს. მან კლუბში ქართველი ფეხბურთელები: გიორგი ონიანი, ილია კანდელაკი, გიორგი სეთურიძე და რევაზ ბარაბაძე მიიწვია. შეგახსენებთ, რომ "კარლ ცაისის" გარდა, ივანაუსკასს უმუშავია ლიტვის 18-წლამდელთა, ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებში, "ბანგაში", "შაულიაიში", შოტლანდიურ "ჰართსში", აზერბაიჯანულ "სტანდარდში".

Sportall.Geთუმცა გორში ივანაუსკასის ან სხვა სასურველი მწვრთნელის მიწვევას ის აბრკოლებს, რომ "დილას" ბიუჯეტი საგრძნობლად შემცირდა და ჯერ არ იციან, ასეთ პირობებში ამბიციურ კლუბში მუშაობა ვის შესთავაზონ.

ჩვენი მხრივ, ვიტყვით, რომ დიდი ხანია ლაპარაკია სახელმწიფო კლუბების განსახელმწიფოებრიობაზე. დიახ, ფეხბურთი ბევრგან შემოსავლიანი ბიზნესია და წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში დოტაციაზე არ არის - ჩვენ ხომ სწორედ ეს გვსურს და იმედია, ოდესმე მივალთ იმ დონემდე, რომ სახელმწიფოს ფინანსური ინიექცია არ დაგვჭირდეს.

დღეს კი ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი წინ ვერ მიდის, მაყურებელი არ დადის, სატელევიზიო, სასპონსორო და ბილეთებისა და ეკიპირების გაყიდვიდან კლუბების შემოსავლები ნულის ტოლია.

ამიტომ ჩვენი სურვილი, რაც შეიძლება მეტი კერძო კომპანია მოვიზიდოთ, ფეხბურთი სახელმწიფოს დოტაციაზე არ იყოს და გახდეს შემოსავლიანი, არარეალურს ჰგავს. ცხადია, ბიზნესი ასეთი ფეხბურთით ვერ დაინტერესდება. მას მოტივაცია უნდა ჰქონდეს.

მიუხედავად არსებული პრობლემებისა, მაინც გვგონია, რომ სწორედ დღეს არის "დილას" გასასხვისებლად საუკეთესო დრო: კლუბი ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, თასის მოქმედი მფლობელია და გორის ცენტრალურ სტადიონს, სადაც "დილა" თამაშობს, რეკონსტრუქცია სანახევროდ ჩაუტარდა.

ბიზნესი სწორედ ასეთი კლუბით დაინტერესდება, თორემ ცალკე აღებული, ქართული კლუბებიდან ბიზნესისთვის შესაძლოა, საინტერესო მხოლოდ თბილისის "დინამოა".

ვფიქრობთ, საინტერესოც იქნება ასეთი კლუბის საჯარო აუქციონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
დილას დაშლა არ შეიძლება,ბიზნესმენებს ვთხოვთ რომ ყურადღება მიაქციოს დილას მდგომარეობას,რადგან ეს არა მარტო დილას წაადგება არამედ ჩვენს ჩემპიონატსაც....
besik 61
00:38 06-01-2013
0
გული გაგვიწყალეთ. კი გასაგებია რომ ფეხბურთიბიზნესმა უნდა განაგოს, მაგრამ არა როგორც ქართველმა ბიზნესმენმა,მუქთახორა ბიზნესმენმა მარტო რომ მოგებაზე ფიქრობენ.აგერ უკრაინელი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენები ისინი თავიანთ სამშობლოზე ფიქრობენ და არა როგორც ქართველებს შუღლი ჰკლავთ.ამიტომ ფეხბურთს მივხედოთ და არა ვიყბედოთ ეს თქვენ ჯურნალისტებსაც გეხებათ,მარტო რომ პროვოკაციით ხართ დაკავებულნი დაქირავებული ჯურნალისტები რო ხართ.
sasa
00:17 05-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული