საჩხერის "ჩიხურა" წამყვანი ოთხეულის ბედს თურქეთში წასვლამდე გაარკვევს

AutoSharing Option
უმაღლეს ლიგაში ახლად აღზევებულმა საჩხერის "ჩიხურამ" მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპი მე-4 ადგილზე ჩაამთავრა, რაც სოსო ფრუიძის გუნდისთვის დადებითი შედეგი უნდა იყოს.

"ჩიხურას" ასეთი წარმატება მოულოდნელი არ ყოფილა, გამოცდილ მწვრთნელს გამოცდილი ფეხბურთელები უმაგრებენ ზურგს და საჩხერელებს რამდენიმე საინტერესო ახალგაზრდა მოთამაშეც ჰყავთ.

"ჩიხურაში" წამსვლელ-დამრჩენთა ვინაობა ჯერ უცნობია, როგორც გუნდში გვითხრეს, სავარაუდოდ 10 იანვრისთვის გაირკვევა რაღაც-რაღაცები.

შვებულების შემდეგ სოსო ფრუიძის გუნდი 16 იანვარს შეიკრიბება საჩხერეში და ამინდმა თუ ხელი შეუწყო, იქვე მოემზადება, თუ არადა "ჩიხურა" მოსამზადებელი პერიოდის პირველ ეტაპს ან ურეკში გაივლის, ან
დედაქალაქში.

რაც შეეხება უცხოურ შეკრებას, "ჩიხურა" 2 თებერვალს გეგმავს გამგზავრებას თურქულ სიდეში ათი დღით.

"ჩიხურასთან" კონტრაქტი დაუმთავრდა ოთხ წამყვან ფეხბურთელს: 32 წლის მეკარე გიორგი სომხიშვილს, 31 წლის მცველს ედიკ საჯაიას, 32 წლის ნახევარმცველს დავით დიღმელაშვილსა და 31 წლის თავდამსხმელს რევაზ გოცირიძეს.

კლუბის სურვილია, რომ ეს ოთხეული ისევ "ჩიხურაში" დარჩეს და ალბათ, ასეც იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
batono soso an mekare gamocvalet an kide mekareoba aswavlet revaz somxishvils dinamostan 3 burti magis brali iyooo
baleshiki 1
12:47 12-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული