რუსთავის "მეტალურგის" შვებულება გრძელდება

AutoSharing Option
წინა ეროვნული ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონს, რუსთავის "მეტალურგს" ხელი მოეცარა და მიმდინარე სეზონში ზედა ექვსეულის მიღმა დარჩა.

ცხადია, საინტერესოა, ყოველივე ეს როგორ აისახება გუნდის პერსპექტივაზე.

"მეტალურგში" გვითხრეს, რომ გუნდის კომპლექტაციაზე თებერვლისთვის ჩამოყალიბდებიან. ჩვენი ინფორმაციით, "მეტალურგის" რამდენიმე ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და შესაძლოა, კარიერა სხვაგან გააგრძელონ.

"მეტალურგი" თებერვალში აპირებს შეკრებაზე წასვლას, თუმცა სად, ჯერ ესეც გაურკვეველია.

გიორგი ყიფიანის გაწვრთნილ გუნდს ფეხბურთელების ურიგო კონტინგენტი ნამდვილად არ ჰყავს და, აქედან გამომდინარე, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი გამოდგა, "მეტალურგი" ქვედა ექვსეულში რომ აღმოჩნდა.

"მეტალურგი" შვებულებიდან 12 იანვარს
დაბრუნდება და ვარჯიშს რუსთავში დაიწყებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული