თურქულ შეკრებაზე რუსთავის "მეტალურგის" მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგი" სეზონის მეორე ნახევრისთვის დასკვნით სამზადისს ანტალიაში გაივლის.

თურქეთის ზღვისპირა კურორტზე გიორგი ყიფიანის გუნდი 1 თებერვალს გაემგზავრება.

უკვე ცნობილია იმ კლუბების ვინაობაც, რომლებთანაც "მეტალურგი" საკონტროლო შეხვედრას გამართავს. ესენია: პოლონური "გურნიკი", უკრაინული "ვორსკლა", რუსული "მეტალურგი" და მოლდოვური "აკადემია".

ქვემოქართლელები თურქეთში მეხუთე სპარინგსაც გამართავენ. ბოლო მეტოქის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, "მეტალურგი" საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულში ვერ მოხვდა და ევროასპარეზზე გასვლის ერთადერთ გზად თასის გათამაშებაში წარმატებაღა დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული