ცხადია, ზუგდიდურ კლუბში არსებულ გაუთავებელ და არასტაბილურ გარემოსთან შეგუება ძნელია.
შევიტყვეთ, რომ შესაძლოა, კლუბი ზვიად სიხარულიამაც დატოვოს. 20 წლის ნიჭიერი მოთამაშე დიდი ხანია, წამყვანი ქართული კლუბების ყურადღებას იქცევს. საყრდენი ნახევარმცველი უნივერსალია და ფლანგებზე თამაშიც შეუძლია.
ადრინდელი ინფორმაციების თანახმად, ზვიად სიხარულიას თბილისის "დინამო" და გორის "დილა" აკვირდებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ ის მაინც "ზუგდიდში"
"ჩემამდეც მოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისის "დინამო" იყო დაინტერესებული, მაგრამ ეს ადრინდელი ამბავია. ახლა არაფერი მსმენია და მეეჭვება, რეალური იყოს.
ასევე, იყო ლაპარაკი გორის "დილაზე" და ესეც წარსული ამბავია.
არ დავმალავ, უცხოეთიდან მართლა არანაირი წინადადება არ მქონია. ბოლო დროს ქუთაისის "ტორპედოსა" და "ზესტაფონის" დაინტერესებაზე მითხრეს.
რაც ვიცი, ქუთაისელებთან ჩვენები სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ, ზესტაფონელები კი დამიკავშირდნენ და ახლა მათ საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდები", - გვითხრა სიხარულიამ.
სიხარულიამ პირველ წრეში 22 შეხვედრიდან 21 ჩაატარა. აქედან 17-ჯერ "ზუგდიდის" ძირითად შემადგენლობაში იყო და გუნდს 2 გოლით შეეწია.
ფეხბურთელი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატია, მაგრამ რატომღაც დღემდე არც ერთი ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ზუგდიდი-მერანი 3:2 - ზუგდიდელებს სიხარული სიხარულიამ მოუტანა
ლევან კუტალია "ზესტაფონის" ფეხბურთელი გახდა