ბათუმის "დინამოც" ანტალიის მზეს მიეფიცხება

AutoSharing Option
რასა იქმს ბათუმის "დინამო"? ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი ჯერ არ არსებობს. ამ დროისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გია გურულის გაწვრთნილი გუნდი 15 იანვარს შეიკრიბება ბათუმში, მერე კი ვარჯიშებს ქობულეთში ჩაატარებს.

ვინ დატოვებს ბათუმის "დინამოს" და როგორ გაძლიერდება გუნდი, რომელიც ცხრილში ბოლოდან მეორე ადგილზეა - ჯერ ამაზე ჩქამი არ ისმის.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ თებერვალში ბათუმის "დინამოს" უცხოური შეკრება ექნება, სავარაუდოდ, ანტალიაში.

ბათუმელთა გუნდში ერთი-ორი ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა, დღეს-ხვალ მოწინავე ქართულ გუნდებში რომ აღმოჩნდება - ეს საკითხი თებერვლამდე, გუნდის
შეკრებაზე წასვლამდე გაირკვევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული