მარტვილის "მერანში" ახალწვეულებს მალე გამოაცხადებენ

AutoSharing Option
მარტვილელები სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას 20 იანვრიდან დაიწყებენ. საწყის მოსამზადებელ ეტაპს "მერანი" მარტვილში გაივლის, რის შემდეგაც ურეკში გადაინაცვლებს.

გეგმის მიხედვით, მალხაზ ჟვანიას გუნდმა ზღვისპირეთში 12-დან 23 თებერვლამდე უნდა დაჰყოს, მაგრამ შესაძლოა, გრაფიკში ცვლილებები დიდთოვლობამ შეიტანოს. სათადარიგო ვარიანტად მარტვილელები თბილისში მომზადებას განიხილავენ.

ჯერჯერობით, "მერანის" ახალწვეულთა შესახებ ახალი არაფერია. კლუბი გაძლიერებას ცდილობს და რამდენიმე ფეხბურთელთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, მაგრამ საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე ამ მოთამაშეთა გვარებს არ ასახელებენ.

უკვე ცნობილია ერთი ფეხბურთელი, რომელმაც "მერანი" დატოვა. ეს განაპირა მცველი გიორგი მჭედლიშვილია, რომელიც კარიერას "ვიტ ჯორჯიაში"
გააგრძელებს.

შეგახსენებთ, გაზაფხულზე "მერანი" უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.

დღეისათვის ჟვანიას გუნდს ქვედა ექვსეულში 23 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას 10 ქულით უსწრებს. "მერანს" შეუძლია, მთელი კონცენტრაცია ჩემპიონატზე მოახდინოს, რადგან საქართველოს თასის გათამაშებას მეთექვსმეტედფინალიდან გამოეთიშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული