რუსთავის "მეტალურგმა" ლევან კორღალიძე და რომან ახალკაცი ოფიციალურად დაიმატა

AutoSharing Option
საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა რუსთავის "მეტალურგმა" სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება დაიწყო.

გუნდმა საშობაო არდადეგების შემდეგ სამედიცინო შემოწმება გაიარა. 12 იანვარს კი უკვე რუსთაველები ფოლადის სტადიონზე შეიკრიბნენ და ვარჯიში განაახლეს.

გუნდთან ერთად ივარჯიშა ორმა ახალწვეულმა ლევან კორღალიძემ და რომან ახალკაცმა, რომლებიც კლუბს ოფიციალურად შეურთდნენ.

ლევან კორღალიძემ საფეხბურთო კარიერა რუსთავს ერთი წლით დაუკავშირა. შეგახსენებთ, რომ 32 წლის გამოცდილი ნახევარმცველი კიშინიოვის "ზიმბრუში" თამაშობდა. მოლდოვურ კლუბთან მან კონტრაქტი 7 ნოემბერს გაწყვიტა.

რაც შეეხება მეორე ახალწვეულს - რომან ახალკაცი რუსთავის "მეტალურგში" გორის "დილადან" გადმოვიდა. 30 წლის თავდამსხმელი
რუსთავში წელიწადნახევარი ითამაშებს.

აკა ქავთარაძე (გუნდის უფროსი) : "გუნდმა ვარჯიში ახალ ფეხბურთელებთან ერთად დღეს განაახლა. უკვე გადაწყვეტილია, რომ ლევან კორღალიძე და რომან ახალკაცი რუსთავში ითამაშებენ. გუნდს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დაემატება. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები.

საბოლოო გადაწყვეტილებას კი ვინ დარჩება და ვინ დატოვებს რუსთაველთა რიგებს მთავარი მწვრთნელი მიიღებს.

1 თებერვლამდე ვარჯიშებს ფოლადზე ჩავატარებთ, შემდეგ კი უკვე ანტალიაში გავემგზავრებით. გუნდი სამშობლოში 15 თებერვალს დაბრუნდება".


fcm.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
შანსი არაა...მორიგი ჭორი
noko
11:10 13-01-2013
0
ნოდარ ახალკაცი, ხო ? :))))))))))))))))))
უმცროსი! :)))))))))
dudu
17:57 12-01-2013
0

სიახლეები პოპულარული