საჩხერის "ჩიხურა" დედაქალაქში გადმოდის

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა", რომელმაც სეზონის პირველი ეტაპი მეოთხე ადგილზე ჩაამთავრა, 16 იანვარს თბილისში შეიკრიბება და სეზონის განახლებისთვის მზადებას დაიწყებს.

სოსო ფრუიძის გუნდს ორჯერადი ვარჯიშები ექნება: დილით სირბილი ვერის პარკში, საღამოს კი წვრთნა ხელოვნურსაფარიან მოედანზე - ან "ბენდელაზე", ან 35-ე საფეხბურთო სკოლის "მარაკანაზე".

"ჩიხურადან" ჯერ არავინ წასულა. დავით დიღმელაშვილს, რევაზ გოცირიძეს, გიორგი სომხიშვილსა და ედიკ საჯაიას კონტრაქტი კი დაუსრულდათ კლუბთან, მაგრამ შეთანხმებული ამბავია, რომ ეს ოთხეული ისევ "ჩიხურაში" ითამაშებს.

სოსო ფრუიძის გუნდი თბილისში რვა დღეს დაჰყოფს. თუ ამინდმა ხელი შეუწყო, კიდევ ამდენ
ხანს გააგრძელებს დედაქალაქში მზადებას, მერე კი ანტალიაში აპირებს წასვლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული