უკვე გითხარით, რომ კაჭარავამ ფეხბურთელებს თავისი ასისტენტი კახა გოგიჩაიშვილი წარუდგინა. ამ სამწვრთნელო დუეტის ხელმძღვანელობით საქართველოს მოქმედი ჩემპიონი დღეში ორჯერ ვარჯიშობს.
საქმეში აქტიურად არის ჩართული "ზესტაფონის" სერბი ფიზმომზადების მწვრთნელი ივან ვუჩეტიჩი. რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებსაც ტრავმები ბოლომდე ჯერ არ მოშუშებიათ, სატრენაჟორო დარბაზში მისი მეთვალყურეობის ქვეშ ემზადება.
"ზესტაფონი" მზადების დასკვნით ეტაპს თურქეთში გამართავს და სწორედ იქაური შეკრება გაარკვევს იმ შემადგენლობას, რომელსაც
ფეროელთა რიგებში ახალწვეულებს უნდა ველოდოთ. დიდია ალბათობა, რომ ქართველების გარდა, "ზესტაფონში" ახალი ლეგიონერებიც ვიხილოთ.
შეგახსენებთ, დღეისთვის ზემოიმერლებს ორი უცხოელი ჰყავთ - კოტდივუარელი ბოტი გოა დემელი და სერბი იგორ იელიჩი. კლუბი დატოვა გერმანელმა პატრიკ მილხრაუმმა.
ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა "ზესტაფონში" ცენტრალური მცველი მამუკა კობახიძე. მას კარიერის ვლადიკავკაზის "ალანიაში" გაგრძელების შანსი აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"