თბილისის "დინამო" - ახალწვეულები და ორი შეკრება თურქეთში

AutoSharing Option
სურათზე: დინამოელები თურქეთში ამ სასტუმროში იცხოვრებენ

საქართველოს ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა თბილისის "დინამომ" სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება დაიწყო.

დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ პირველ ვარჯიშში შემდეგმა ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა: გიორგი ლორიამ, თორნიკე ზარქუამ, კოკა სეფიაშვილმა, ოთარ ხიზანეიშვილმა, ლევან ხმალაძემ, გივი კვარაცხელიამ, გიორგი რეხვიაშვილმა, გიორგი გველესიანმა, დავით ხოჭოლავამ, გიორგი სეთურიძემ, არჩილ ტვილდიანმა, გიორგი პაპავამ, ირაკლი ძარიამ, ირაკლი ლექვთაძემ, ჯაბა ჯიღაურმა, ლაშა პარუნაშვილმა, ჯაბა დვალმა, გიორგი მერებაშვილმა, ნიკა კვეკვესკირმა, გიორგი თექთურმანიძემ.

ივარჯიშა "დინამოს" სამმა ახალწვეულმაც - გიორგი შაშიაშვილმა, ლაშა შინდაგორიძემ და ნიკა დიასამიძემ. 16
იანვარს გუნდს გამოცდილი ფორვარდი დიმიტრი ტატანაშვილიც დაემატა.

მოგვიანებით გუნდს შეუერთდნენ ლეგიონერები - მიკელ ალვარო, კარლეს კოტო, დარკო გლიშიჩი და რობერტინიო. რაც შეეხება ჩისკოს, იგი მიკროტრავმის გამო "დინამოს" განკარგულებაში ოდნავ მოგვიანებით, 21 იანვარს იქნება.

სწორედ ამ დღეს დედაქალაქური კლუბი პირველ თურქულ შეკრებას დაიწყებს. "დინამო" ანტალიაში 21-დან 31 იანვრამდე დარჩება და ამ პერიოდში, სავარაუდოდ, სამ საკონტროლო შეხვედრას გამართავს.

დუშან უჰრინის გუნდის სავარაუდო მეტოქეები არიან: ყაზახური "შახტიორი" და უკრაინული კლუბები, "ვორსკლა" და "ილიჩევეცი".

"დინამო" საქართველოში რამდენიმე დღით დაბრუნდება და კვლავ თურქეთში გაემგზავრება შეკრებაზე, რომელიც 5-დან 15 თებერვლამდე გასტანს. მეორე შეკრებაზე ოთხი სპარინგი გაიმართება. ცნობილია სამი სავარაუდო მეტოქე - რუსული "ამკარი", პოლონური "პოლონია" და უკრაინული "ზარია".

შეგახსენებთ, "ზარიას" ღირსებას ქართველი შემტევი ჯაბა ლიპარტია იცავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

წავა გიორგი ლორია? - სატრანსფერო მითქმა-მოთქმა "დინამოს" გარშემო
თბილისის "დინამო" - ოთხწლიანი ლოდინის დასასრული...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული