დიმიტრი ტატანაშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" დიმიტრი ტატანაშვილი დაიმატა. 29 წლის თავდამსხმელი თბილისურ კლუბში 2010/2011 წლების სეზონში გამოდიოდა და 15 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

2011 წლიდან რუსთავის "მეტალურგში" გადავიდა და იქ ჩატარებულ 55 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 19-ჯერ დალაშქრა.

მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში "მეტალურგში" 22 მატჩში 7 ბურთი გაიტანა. ტატანაშვილს სხვადასხვა დროს უთამაშია თბილისის "ამერში", ჩეხურ "პლზენსა" და "კლადნოში", აგრეთვე, უკრაინაში, ზაპოროჟიეს "მეტალურგში".

2007-2009 წლებში საქართველოს ნაკრების მაისურით 2 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ტატანაშვილის "დინამოში" დაბრუნებაზე ლაპარაკი სეზონის დაწყებამდეც იყო,
მაგრამ მაშინ ეს ტრანსფერი ვერ განხორციელდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თბილისის "დინამო" - ახალწვეულები და ორი შეკრება თურქეთში
წავა გიორგი ლორია? - სატრანსფერო მითქმა-მოთქმა "დინამოს" გარშემო
თბილისის "დინამო" - ოთხწლიანი ლოდინის დასასრული...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული