"ზესტაფონში" "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილი, 18 წლის კამერუნელი ისინჯება

AutoSharing Option
"ზესტაფონის" შემადგენლობაში პირველად ივარჯიშა სამმა უცხოელმა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონის ბანაკში სინჯებისთვის ჩამოვიდნენ.

ესენი არიან: 26 წლის სერბი მცველი სლავკო ჩულიბრკი, 19 წლის ალჟირელი თავდამსხმელი მოჰამედ რეკრუკი და 18 წლის კამერუნელი ნახევარმცველი ოლივიე მუსა ებონგე.

ჩულიბრკი ბოლოს სერბულ "სლობოდაში" ასპარეზობდა, რეკრუკი ესპანური "სარაგოსას" დუბლებში თამაშობდა.

ებონგეს კი ყველაზე საინტერესო ბიოგრაფია აქვს - იგი "ბარსელონას" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და კატალონიური გრანდის იერარქიაში მესამე გუნდის, ჟუვენილ ა-ს შემადგენლობაში გამოდიოდა.

Sportall.Ge
მარცხნი
დან: ჩულიბრიკი, რეკრუკი და ებონგე ზესტაფონში ვარჯიშისას


"ზესტაფონში" ისინჯებიან ასევე 24 წლის გიორგი გუგავა და ზუგდიდის "ბაიას" აღზრდილები - 16 წლის მეკარე რომან ტურავა და 17 წლის თავდამსხმელი ბადრი კვარაცხელია.

ტრავმები მოიშუშეს და საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიში განაახლეს თორნიკე აფციაურმა, ლევან შარიქაძემ და თორნიკე გრიგალაშვილმა.

შეგახსენებთ, ფეროელთა რიგები დატოვეს ზურაბ მენთეშაშვილმა, ზურაბ მამალაძემ და გერმანელმა ლეგიონერმა პატრიკ მილხრაუმმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ილია კოკაია: ახალგაზრდების თამაში კლუბების ინტერესებშია
"ზესტაფონი" გაძლიერების მოლოდინში - ქართველებიც და ლეგიონერებიც
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინც სირბილის ტექნიკაში ერკვევა ფოტოთიც მიხვდება, რომ ორივე ახალწვეული კარგი მორბენალია!
guja_kakhadze
13:48 17-01-2013
0

სიახლეები პოპულარული