გორის "დილა" - ახალი ხალხი და იმედის ნაპერწკალი

AutoSharing Option
გორის "დილა" დედაქალაქში ჩამოვიდა და 17 იანვარს "ბენდელას" სტადიონზე ვუყურე ამ გუნდის ვარჯიშს.

"დილას" ამბავი მოგეხსენებათ: წინა სეზონში გუნდს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასპონსორებდა, ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ კი "დილას" დაფინანსების ეს წყარო შეუწყდა.

იურიდიულად, "დილა" ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კლუბია, მაგრამ დამატებითი სახსრების გარეშე გუნდს ძალიან გაუჭირდება მოწინავეთა შორის ყოფნა. არადა, შარშან "დილამ" დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო და ცოტა დააკლდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად.

შარშანდელი "დილას" შემოქმედი მამუკა ჯუღელი გახლ
დათ, ვისი მენეჯერული მარიფათის წყალობით არაერთი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა რუსეთში და სხვა ქვეყნებშიც კი და ყველა მოთამაშე ჯუღელის მადლიერი დარჩენილა.

ჯუღელმაც, მეტწილად, სწორედ ამ ფეხბურთელებს მოუყარა თავი "დილაში", მაგრამ ზემოთ ხსენებული ვითარების გამო "დილაში" ამ დროისთვის ზუსტად არ იციან, რა როგორ იქნება.

17 იანვარს გამართულ ვარჯიშზე "დილას" შემადგენლობაში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა - მცველი ალექსანდრე კვახაძე, ვინც მანამდე ქუთაისის "ტორპედოში" თამაშობდა. კვახაძე საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია და უდავოდ გააძლიერებს გუნდს.

კვახაძე "ვიტ ჯორჯიას" აღზრდილია. ამ გუნდიდან მოხვდა ეროვნულ ნაკრებში, სადაც 12 კეპი მოიხვეჭა. 28 წლის კვახაძე ცენტრალური მცველი გახლავთ, შეტევაში ჩართვაც შეუძლია.

"დილას" ვარჯიშზე შევნიშნეთ ირაკლი მაისურაძეც. ეს 24 წლის შუახაზელი ბელორუსული "ვიტებსკიდან" მივიდა რუსთავის "მეტალურგში", თავი მოაწონა თემურ ქეცბაიას და ეროვნული ნაკრების თავკაცმა რამდენჯერმე გამოიძახა, ერთხელ ათამაშა კიდეც ნაკრებში.

მაისურაძე ბურთს კარგად ფლობს და ცხადია, ასეთი მოთამაშე განსაკუთრებულად ფასეულია.

"დილაში" ვარჯიშობს 24 წლის ბექა გოცირიძეც. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, გაიოზ დარსაძის ჯილა გახლდათ და ამ მწვრთნელის დროს მოირგო ეროვნული გუნდის მაისურა. 12 კეპი და ორი გოლი - ასეთია მისი ნაკრებული მონაგარი.

ბექა თბილისის "ამერიდან" გაიცნო საფეხბურთო მილეთმა. შემდეგ "ზესტაფონში" გადავიდა. გოცირიძეს ყველაფერი კარგად წაუვიდა, სატრანსფეროდ საინტერესო ფეხბურთელი გახდა და უკრაინულ "დნიპროში" გადავიდა. მერე იქიდან "კრივბასში" გაანათხოვრეს.

გოცირიძემ "ზესტაფონში" ბევრი კარგი მატჩი ჩაატარა. მოედანზე ცეცხლს ანთებდა, გულშემატკივარსაც განსაკუთრებულად უყვარდა.

უკრაინიდან საქართველოში რომ ჩამოვიდა, ავტოავარიაში მოყვა თბილისის შემოგარენში. ბექას ოპერაცია დასჭირდა - ელენთა ამოაჭრეს.

ელენთა სისხლმბადი ორგანოა და ექიმებს სხვადასხვა აზრი გაუჩნდათ - ზოგი ამბობს, რომ ასეთი ოპერაციის შემდეგ სპორტსმენის კარიერის გაგრძელება გამორიცხულია, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ელენთის გარეშეც შესაძლებელია პროფესიული სპორტი.

დაახლოებით ორწელიწადნახევარი გოცირიძეს პროფესიულ დონეზე ფეხბურთი არ უთამაშია. თითქოს სევდიანად დასრულდა მისი საფეხბურთო კარიერა, მაგრამ ბექა ხელახლა აპირებს ფეხბურთელობას - წონამომატებული მოედანზეა და ვარჯიშობს.

ამასობაში "დილა" ახალ სპონსორს და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს. მანამდე კი გუნდს ვანო ხორგუაშვილი და გიორგი ტუღუში ავარჯიშებენ.

"დილა" კარგი სიახლეების მოლოდინშია, გუნდში ცნობილი სახეების გამოჩენამ თითქოს იმედის ნაპერწკალი აანთო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გორის "დილა" შესაძლოა ვალდას ივანაუსკასმა გაწვრთნას
მკითხველის კომენტარები / 6 /
დილა არ უნდა დაისჰალოს ამ პეხბურტელებიტაც სჰეგიდზლიატ ცჰემპიონი გახდეტ კარგი ახალგაზრდები გკავტ გორელისჰვილი აბურჯანია ლეონარდო ჯისჰკარიანი ესენი დიდი პეხბურტელები გახდებიან იმედია გიცირიდზეს დაიმატებტ სჰასჰიასჰვილის სჰემცვლელიც უნდა იპოვოტ ჯაპარიდზეს ტუ დაიმატებტ დზაან მაგარი მცველია
nika
13:20 20-01-2013
0
გორელისჰვილი ლეონარდო აბურჯანია ამატზე კარგი პეხბურტელები საცარტვცელოსჰი ისჰვიატია დილამ ეს პეხბურტელები ტუ სჰეინარცჰუნა დიდი გუნდი გახდება მტავარია ეს დრო გადაიტანოტ სჰასჰიასჰვილის მაგივრად იცნებ ჯაფარიდზე დაიმატოტ მაგარი მცველია ასევე 17 ტსლამდელების ფეხბურტელი დვალი
ikakli
13:25 20-01-2013
0

სიახლეები პოპულარული