რუსთავის "მეტალურგიდან" ხორვატი მეკარე ივან ჰოსმანი მიდის

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგმა" ვარჯიში განაახლა და სატრანსფერო საქმიანობასაც შეუდგა.

მიმდინარე სეზონისთვის "მეტალურგმა" ლეგიონერი აიყვანა - 23 წლის ხორვატი მეკარე ივან ჰოსმანი, რომელმაც მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში შვიდი მატჩი ჩაატარა.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ხორვატის და რუსთავური გუნდის გზები გაიყრება და უცხოელის ადგილს ქართველი დაიკავებს - 25 წლის მიხეილ ალავიძე.

ეს მეკარე წინა სეზონში ბათუმის "დინამოს" წევრი გახლდათ, ამ სეზონში კი არსად უთამაშია. აჭარაში მისვლამდე ალავიძემ ორი წელი უზბეკურ "შურთანში" ითამაშა; მანამდე კი რუსთავური გუნდის კარს იცავდა და ნაცნობ გარემოში მოუწევს დაბრუნება.

ალავიძის "მეტალურგში" ჩარიცხვას წერტილი მალე დაესმება.

შეგახსენებთ, რომ "მეტალურგმა" ამ სატრანსფერო პერიოდში უკვე დაიმატა ორი ფეხბურთელი: 32 წლის შემტევი რომან ახალკაცი და 32 წლის შუახაზელი ლევან კორღალიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული