თბილისის "დინამომ" ესტონეთის ნაკრების ფორვარდი დუბლებში გაუშვა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" უარყვეს ინფორმაცია, თითქოს კლუბი ვლადიმირ ვოსკობოინიკოვმა დატოვა.

ესტონეთის ნაკრების ფორვარდი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდში 2012 წლის ზაფხულში ჩაირიცხა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება გაუჭირდა.

როგორც გვითხრეს, 29 წლის თავდამსხმელი გუნდიდან ჯერ არ გაუშვიათ და ახლა "დინამოს" დუბლშემადგენლობაში ვარჯიშობს. თუმცა, ეს ფაქტი სწორედ იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ თბილისური კლუბის თავკაცები ვოსკობოინიკოვთან განშორებას აპირებენ.

ამავე დროს, კლუბში თვლიან, რომ ზურაბ არზიანისა და დავით კვირკველიას ტრანსფერი ნაკლებად სარწმუნოა. ორივე მათგანი გორის "დილას" მენეჯერის, მამუკა ჯუღელის ფეხბურთელია და საეჭვოა, ფეხბურთელები "დინამოში" გამოუშვასო.

თუმცა,
ვნახოთ, წარმოუდგენელი მაინც არაფერია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დიმიტრი ტატანაშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
თბილისის "დინამო" - ახალწვეულები და ორი შეკრება თურქეთში
წავა გიორგი ლორია? - სატრანსფერო მითქმა-მოთქმა "დინამოს" გარშემო
თბილისის "დინამო" - ოთხწლიანი ლოდინის დასასრული...
მკითხველის კომენტარები / 1 /
ალბათ, "დინამო-2"-ში და არა დუბლებში.
ისე, თავიდანვე ძალიან საეჭვო ტრანსფერი იყო. არაა ვოსკობოინიკოვი იმ დონის ფეხბურთელი, რო "დინამოში" გაექაჩა.
სად რა უთამაშია, რო?
dudu
18:57 18-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული