23 წლის იელიჩმა ფეროელთა მაისურით 11 მატჩი ჩაატარა და გუნდის ზეექვსეულში მოხვედრაში საკმაო წვლილიც შეიტანა. განსაკუთრებით გამოსარჩევია 2012 წლის 15 დეკემბერს გატანილი გამარჯვების გოლი ბოლნისის "სიონის" კარში, რამაც "ზესტაფონის" ამოცანის შესრულებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ბანაკიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ მარტვილის "მერანს" დაუბრუნდა საბა ლომია.
22 წლის თავდამსხმელმა სეზონის პირველი ნახევარი მარტვილელთა რიგებში
"ზესტაფონის" შემადგენლობაში წვრთნას განაგრძობენ სინჯებზე მყოფი ლეგიონერები - სერბი მცველი სლავკო ჩულიბრკი, ალჟირელი თავდამსხმელი მოჰამედ რეკრუკი, კამერუნელი ნახევარმცველი ოლივიე მუსიმა ებონგე და ბრაზილიელი შუახაზელი ვიტორ როსინი და კუნია.
25 იანვარს "ზესტაფონი" საკონტროლო მატჩში ბათუმის "დინამოს" შეხვდება და შესაძლოა, მათი ნაწილის ბედი სწორედ ამ შეხვედრამ გაარკვიოს. რომელი უცხოელებიც "ზესტაფონის" თავკაც კახა კაჭარავას მოეწონება, მათ თურქულ შეკრებაზეც იახლებს.
ფეროელებში ისინჯება ასევე 20 წლის თავდამსხმელი ბექა მუმლაძე, რომელიც თბილისის "დინამოს" აღზრდილია.
23 წლის კოტდივუარელი ფორვარდი ბოტი გოა დემელი, რომელიც სავიზო პრობლემების გამო საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებდა, "ზესტაფონს" დღე-დღეზე შეუერთდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"