რუსთავის "მეტალურგმა" გოგი ფიფია დაიმატა

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგმა" ახალი ფეხბურთელი დაიმატა - 27 წლის გოგი ფიფია. კლუბმა და მოთამაშემ წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმეს.

ფიფია შემტევი გახლავთ. ბოლოს აზერბაიჯანულ "თურანში" გამოდიოდა, მანამდე "ზესტაფონში" თამაშობდა, სხვა ქართულ კლუბებშიც ასპარეზობდა. ტექნიკური ფეხბურთელია, ბურთის ფლობასა და დრიბლინგში ბევრი ვერ შეედრება.

"მეტალურგმა" ამ საშუასეზონო პერიოდში საკონტროლო მატჩიც ითამაშა, პირველლიგელი სტუ 5:0 დაამარცხა. კორღალიძემ დუბლი შეასრულა, საჯაიამ, სიხარულიძემ და ოთარაშვილმაც გამოიჩინეს თავი.

პირველ ტაიმში "მეტალურგმა" ამ შემადგენლობით ითამაშა: ბათიაშვილი, ჯაფარიძე, გავაშელიშვილი, ინწკირველი, კორღალიძე, დობროვოლსკი, ზ. ლობჟანიძე, ჯარმელაშვილი, ახალკაცი, ცნობილაძე, ყიფიანი.

"მეტალურგი" მეორე ტაიმში:
ბედიაშვილი, საჯაია, მოველიძე, მახვილაძე, სუხიაშვილი, ხაბელაშვილი, განუგრავა, გეწაძე, ოთარაშვილი, სიხარულიძე, ზ. ლობჟანიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული