ფოთის "კოლხეთმა" სამტრედიულ სპარინგში გაიმარჯვა

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთმა" პირველი ლიგის ბინადარ "სამტრედიასთან" გასვლითი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა.

"კოლხეთი" შეხვედრის მე-4 წუთზე შალვა კვანტალიანმა დააწინაურა, 22-ეზე გედენიძემ ანგარიში გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი 29-ე წუთზე ზამირ ჯანაშიამ გაიტანა.

"კოლხეთმა" ამ სასტარტო შემადგენლობით ითამაშა: ბუბუტეიშვილი, გ. კილასონია, ფარულავა, კრასოვსკი, კაკულია, წაბრია, ქორჩილავა, ჯანაშია, გოგონაია, მოსიაშვილი, კვანტალიანი.

შეცვლაზე შევიდნენ: ლორია, ბარამიძე, ხოშტარია, ჩადუნელი.

ფოთელთა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფილიამ ბოლო დღეებში არაერთი ფეხბურთელი გასინჯა, მაგრამ გუნდში მხოლოდ მათი მცირე ნაწილი დაიტოვა.

როგორც იცით, "კოლხეთს" უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი, ფაქტობრივად,
აღარ აქვს და სეზონის მეორე ნახევარი გუნდს მხოლოდ მომავალი სეზონისთვის მოსამზადებლად თუ გამოადგება.

31 იანვარს ფოთის "კოლხეთი" ხობში ადგილობრივ "კოლხეთს" გაეჯიბრება, ხოლო 3 თებერვალს სამტრედიაში მარტვილის "მერანს" შეხვდება.

6-იდან 18 თებერვლამდე ფოთელები ურეკში გაივლიან შეკრებას და საკონტროლო მატჩებს იქაც გამართავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სოსო ფილია: "კოლხეთს" საკუთარ ბაზას აუშენებენ
ფოთის "კოლხეთი" - საუკუნოვანი იუბილე არასაზეიმო განწყობით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული