ფოთის "კოლხეთი" - საუკუნოვანი იუბილე არასაზეიმო განწყობით

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი 1913"-ს საუკუნოვანი იუბილე უსრულდება. ფოთელები ამ ღირსშესანიშნავი თარიღის აღნიშვნას აპირებენ, მაგრამ ზეიმს გუნდის წარუმატებელი ასპარეზობა გააუფერულებს.

სეზონის დაწყებამდეც ნათელი იყო, რომ "კოლხეთი" მაღალ მიზნებს ვერ შეეჭიდებოდა, მაგრამ ვვარაუდობდით, რომ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მთელი ძალით იბრძოლებდა და წესით, საამისო შანსებიც უნდა ჰქონოდა. წინა სეზონში ხომ ზღვისპირელებმა ეს ამოცანა წარმატებით განახორციელეს.

ჩემპიონატის მარცხიანი დასაწყისის შემდეგ "კოლხეთი" ტურიდან ტურამდე ვერ ახერხებდა სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესებას, რის შემდეგაც ჯერ მყარად დამკვიდრდა ბოლო ადგილზე, სულ მალე კი უმაღლეს ლიგაში დარჩენის თეორიული შანსიღა შერჩა.

ჩემპიონატის
პირველი ეტაპი ფოთელებმა გამარჯვების გარეშე ჩაამთავრეს, რაც კლუბის ისტორიაში უპრეცედენტო წარუმატებლობაა. ფაქტია, რომ "კოლხეთი" ამ სეზონში კონკურენტუნარიანი ვერ აღმოჩნდა.

არ ვიცით, რას მოიმოქმედებენ კლუბის მესვეურები ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, მაგრამ ამთავითვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდმა სეზონი ჩააგდო.

არა მხოლოდ ფოთელი, არამედ ნეიტრალური ქომაგისთვისაც გულდასაწყვეტი უნდა იყოს, ცხრილის ქვედა ნაწილში ინტრიგამ რომ იკლო და ახლა ისღა დარჩა გასარკვევი, ვინ დაიკავებს ბოლოსწინა ადგილს, ანუ ვინ მიჰყვება "კოლხეთს" პირველ ლიგაში.

პირველი ეტაპის შუაწელში "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დავით მახარაძე გამოცდილმა სოსო ფილიამ შეცვალა, თუმცა კოლხებმა პირველი გამარჯვება ვერც მისი ხელმძღვანელობით იზეიმეს.

"კოლხეთმა" მხოლოდ თასის მეთექვსმეტედფინალში მოიგო, მაგრამ ეს ამ გუნდის წევრებისა და გულშემატკივრებისთვის დიდი შვება ვერ უნდა იყოს.

მეკარე
"კოლხეთის" ძირითადი მეკარის სტატუსით სეზონი არდალიონ მიქაბერიძემ დაიწყო, თუმცა სხვა რგოლების მსგავსად, როტაცია აქაც ხდებოდა და თავის გამოჩენის შანსი ლევან ბუბუტეიშვილსა და მიხეილ ხარშილაძესაც ეძლეოდათ.

დაცვა
"კოლხეთმა" პირველი ეტაპის 22 მატჩში 43 გოლი გაუშვა. ამაზე მეტი, 47 ბურთი კი მხოლოდ ბათუმის "დინამოს" აქვს მიღებული.

რა თქმა უნდა, გუნდის წარუმატებელ ასპარეზობას მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ რგოლს ვერ დავაბრალებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ფოთელებს არც უკანა ხაზში ჰქონდათ საქმე რიგზე.

"კოლხეთის" დაცვიდან შეგვიძლია გამოვარჩიოთ გამოცდილი პავლე დათუნაიშვილი, რომელმაც პირველ ეტაპზე სამი გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

ნახევარდაცვა
გუნდის შუა ხაზში სამწვრთნელო შტაბმა არაერთ ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, მაგრამ მათგან რომელიმეს გამორჩევა გაგვიჭირდება.

თავდასხმა
ფოთელთა წინა ხაზზე ყველაზე ხშირად შალვა კვანტალიანსა და ილია პავლიაშვილს ვხედავდით, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, "კოლხეთის" საუკეთესო ბომბარდირი მცველია და ამით ყველაფერია ნათქვამი...

მიზანი
მიმდინარე სეზონში "კოლხეთს" კონკრეტული მიზანი აღარ აქვს - ფოთელებმა უმაღლეს ლიგაში დარჩენის იმედები დიდი ხნის წინ გადაიწურეს და მეორე ეტაპის ათ მატჩს მომავალი სეზონისთვის მოსამზადებლად თუ გამოიყენებენ.

განსაკუთრებული პერსპექტივა "კოლხეთს" არც საქართველოს თასის გათამაშებაში უნდა ჰქონდეს, მით უფრო, იმის ფონზე, რომ მერვედფინალში საქმე თბილისის "დინამოსთან" ექნება.

ფოთის "კოლხეთი" 2012/2013
მეკარეები: არდალიონ მიქაბერიძე - 11 მატჩი, ლევან ბუბუტეიშვილი - 6 მატჩი, მიხეილ ხარშილაძე - 6 მატჩი;
მცველები: პავლე დათუნაიშვილი - 19 მატჩი, 3 გოლი, თემურ ფარულავა - 19 მატჩი, ჯემალ გაბუნია - 18 მატჩი, 1 გოლი, პაატა ცხვიტარია - 17 მატჩი, 2 გოლი, გიორგი კილასონია - 14 მატჩი, ზვიად ჩხეტიანი - 11 მატჩი, გიორგი ტყეშელაშვილი - 8 მატჩი, მამუკა ლორია - 3 მატჩი, გია ჩადუნელი - 3 მატჩი, ლევან კაკულია - 1 მატჩი;
ნახევარმცველები: ომარ გოგონაია - 19 მატჩი, 1 გოლი, გიორგი კრასოვსკი - 19 მატჩი, ლაშა ქებაძე - 16 მატჩი, გიორგი ცხადაია - 13 მატჩი, მიხეილ კობერიძე - 10 მატჩი, თორნიკე მოსიაშვილი - 10 მატჩი, ალექსანდრე ქორჩილავა - 8 მატჩი, ამირან წაბრია - 6 მატჩი, დავით მეგრელიშვილი - 3 მატჩი, ლაშა ჩალაძე - 3 მატჩი, ლუკა ხომასურიძე - 3 მატჩი, ბექა ხოშტარია - 1 მატჩი, ზვიად ჭედია - 1 მატჩი;
თავდამსხმელები: შალვა კვანტალიანი - 19 მატჩი, 2 გოლი, ილია პავლიაშვილი - 16 მატჩი, 2 გოლი, გიორგი ბუხაიძე - 8 მატჩი, იაკობ აფხაზავა - 5 მატჩი, ვასილ ღუჭაშვილი - 5 მატჩი, კონსტანტინე ბარამიძე - 2 მატჩი, ბიძინა გუჯაბიძე - 1 მატჩი.
მწვრთნელები: დავით მახარაძე (I-XIII ტური), სოსო ფილია (XIV-XXII ტური)

"კოლხეთის" ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
I ტური
კოლხეთი-ჩიხურა 0:2
II ტური
სიონი-კოლხეთი 0:0
III ტური
კოლხეთი-ზუგდიდი 1:1
IV ტური
დინამო (თბ)-კოლხეთი 5:0
V ტური
კოლხეთი-ზესტაფონი 0:2
VI ტური
მეტალურგი-კოლხეთი 2:1
VII ტური
კოლხეთი-ტორპედო 1:1
VIII ტური
დინამო (ბთ)-კოლხეთი 3:1
IX ტური
კოლხეთი-მერანი 0:1
X ტური
კოლხეთი-დილა 0:3
XI ტური
ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 2:0
XII ტური
ჩიხურა-კოლხეთი 2:1
XIII ტური
კოლხეთი-სიონი 0:1
XIV ტური
ზუგდიდი-კოლხეთი 1:0
XV ტური
კოლხეთი-დინამო (თბ) 0:2
XVI ტური
ზესტაფონი-კოლხეთი 2:1
XVII ტური
კოლხეთი-მეტალურგი 2:3
XVIII ტური
ტორპედო-კოლხეთი 2:1
XIX ტური
კოლხეთი-დინამო (ბთ) 1:2
XX ტური
მერანი-კოლხეთი 4:0
XXI ტური
დილა-კოლხეთი 1:0
XXII ტური
კოლხეთი-ვიტ ჯორჯია 1:1

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
shen es statia vinc dawere jer is ikitxe bichebi rapirobebshi iyvnen da mere were... is ver gagirkvevia datunaishvili mcvelia tu naxevarmcveli da shen vin unda gaakritikoo ??? da vis ramdeni goli aq gatanili tavdamsxmelma ra unda gagitanos tavze tagvebi ejdat bichebs an kide nebismierma pegburtelma ..shen vigaca xar mag pirobebs shexede da mere dawere pegburtelebze kritika ..
poti 1913
18:30 09-01-2013
0

სიახლეები პოპულარული