თურქულ შეკრებაზე მყოფი "ზესტაფონი" "ყარაბახთან" სპარინგისთვის ემზადება

AutoSharing Option
"ზესტაფონმა" თურქეთის საკურორტო ქალაქ სიდეში დაუბრკოლებლად ჩააღწია და შეკრებაც დაიწყო.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი სასტუმრო "სუენო ბიჩ ოტელში" დაბინავდა, სადაც "ზესტაფონის" გარდა, ავსტრიული "ადმირა ვაკერი" და ფრანკფურტის ქალ ფეხბურთელთა გუნდები არიან დაბინავებულები.

სხვათა შორის, აღნიშნულ სასტუმროს საკუთარი საფეხბურთო მოედანი აქვს და ფეროელები სწორედ იქ ვარჯიშობენ.

თურქეთში ჩასვლის დღეს "ზესტაფონის" თავკაცმა კახა კაჭარავამ გუნდი ერთხელ ავარჯიშა, მეორე დღიდან კი "ზესტაფონი" უკვე ორჯერად ვარჯიშებზე გადავიდა.

ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და 1 თებერვალს გასამართი სპარინგისთვის ემზადება. თურქეთში პირველ საკონტროლო შეხვედრას "ზესტაფონი" აზერბაიჯანულ "ყარაბახთან" გამართავს.

კაჭარავამ
სიდეში 24 ფეხბურთელი წაიყვანა:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, კახაბერ მეშველიანი, რომან ტურავა;
მცველები: თეიმურაზ ღონღაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, მალხაზ გაგოშიძე;
ნახევარმცველები: თორნიკე აფციაური, ალექსი ბენაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, ლევან შარიქაძე, გურამ სამუშია, დავით რაჟამაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი, იგორ იელიჩი, ავთო ენდელაძე, გიორგი ჭანკოტაძე, ლევან კუტალია, მიხეილ სარდალიშვილი;
თავდამსხმელები: რატი წინამძღვრიშვილი, ბოტი გოა დემელი, მოჰამედ რეკრუკი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევან კუტალია: საქართველოდან ნაადრევად წასვლით შეცდომა დავუშვი...
"ზესტაფონის" სპარინგ-პარტნიორები თურქულ შეკრებაზე ცნობილია
კახა კაჭარავა: ყველა მატჩი ფინალის ტოლფასი იქნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული