სეზონის მეორე ნახევრისთვის "ზუგდიდიც" ანტალიაში მოემზადება

AutoSharing Option
რამდენიმე ქართული კლუბის მსგავსად, სეზონის მეორე ნახევრისთვის ანტალიის მხარეში "ზუგდიდიც" მოემზადება.

როგორც კლუბის პრესსამსახურმა გვაცნობა, "ზუგდიდი" ქემერში გაემგზავრება, სადაც 10-იდან 22 თებერვლამდე დარჩება.

ელგუჯა ქომეთიანის გუნდი თურქეთში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავდება და ოთხ საკონტროლო მატჩს გამართავს. მეტოქეების ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

სავარაუდოდ, "ზუგდიდი" ყაზახურ და რუმინულ კლუბებს გაეჯიბრება.

თურქეთში გამგზავრებამდე კი "ზუგდიდი" "ბაიას" საწვრთნელო ბაზაზე ივარჯიშებს. ელგუჯა ქომეთიანის განკარგულებაში დღეისთვის 35 ფეხბურთელია, საიდანაც საანტალიოდ 25 ფეხბურთელი შეირჩევა.

"ბურთთან ერთად ვარჯიში უკვე დავიწყეთ, თუმცა თურქეთში გამგზავრებამდე ძირითად დროს მაინც ფეხბურთელთა ფიზიკურ
მზადებას დავუთმობთ.

პარალელურად, მიმდინარეობს იმ კონტინგენტის შერჩევა, რომლებიც თურქეთში უნდა ვიახლოთ.

მართალია, ძირითადი ბირთვი უკვე ცნობილია, თუმცა ვაკვირდებით ბევრ ახალბედა ფეხბურთელს და სწორედ მათი შერჩევა გვინდა ანტ
ალიური შეკრებისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ დღეის მდგომარეობით, კლუბში ნორმალური სიტუაციაა და საფეხბურთო სეზონის განახლებას საბრძოლო მოტივაციით ვხვდებით",
- გვითხრა ელგუჯა ქომეთიანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული