საქართველოს მოქმედი ჩემპიონი უდანაკლისოდ ვერც ამ შეხვედრას შეხვდა. ტრავმების გამო "რუხთან" მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს თედორე და თორნიკე გრიგალაშვილებმა, მიხეილ სარდალიშვილმა და ავთო ენდელაძემ.
მატჩი მაინცდამაინც სანახაობრივი არ ყოფილა, თუმცა გამარჯვების გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო. ასე მაგალითად, 58-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილის დარტყმის შემდეგ "რუხის" კარი გოლისგან მცველმა გადაარჩინა.
ამხანაგური მატჩში
ზესტაფონი-რუხი 0:0
ზესტაფონი: რ. კვასხვაძე, თ. ღონღაძე, ლოსანო, კაჭკაჭიშვილი, გაგოშიძე, იელიჩი, შარიქაძე,
შეცვლაზე შევიდნენ: ბენაშვილი, ბაბუნაშვილი, გორგიაშვილი, რეკრუკი, ჭანკოტაძე, აფციაური, წინამძღვრიშვილი
რუხი: პეშკოვიჩი, კიკუტი, ჯოკიჩი, ბაშჩინსკი, ხვასტეკი, ლევინსკი, ტიმინსკი, შენჩუკი, იანოშკა, იანკოვსკი, სულტესი
შეცვლაზე შევიდნენ: კამინსკი, კონჩაკოვსკი, სტავარჩიკი, ლევჩუკი, პანკა, მალინოვსკი, კუშვიკი, ვლოდიკა, ნიდზელანი, სმეკტალა, სტარჟინსკი.
* * *
5 თებერვალს "ზესტაფონის" მეტოქე უკრაინული "ვორსკლა" იქნება.
ფეროელებმა თურქეთში სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს ალჟირელ თავდამსხმელ მოჰამედ რეკრუკს. შეგახსენებთ, იგი "ზესტაფონს" საქართველოში შეუერთდა, გუნდის სამწვრთნელო შტაბზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და როცა იმერელთა თავკაცმა კახა კაჭარავამ მისი ანტალიაში წაყვანა გადაწყვიტა, ნათელი გახდა, რომ რეკრუკი "ზესტაფონის" ფეხბურთელი გახდებოდა.
რეკრუკი 19 წლისაა და ესპანური "სარაგოსას" მეორე გუნდში ასპარეზობდა. "სარაგოსამ" თავისუფალი აგენტის სტატუსი მას რამდენიმე დღის წინ მიანიჭა. რეკრუკი "ზესტაფონში" 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ "ზესტაფონი" დატოვა სინჯებზე მყოფმა გვატემალელმა ფორვარდმა ჰენრი ლოპესმა, ესპანელი მცველი ორიოლ ლოსანო კი ფეროელთა შემადგენლობაში ვარჯიშსა და თამაშს განაგრძობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მოჰამედ რეკრუკი "ზესტაფონში" 2016 წლამდე ითამაშებს
ზესტაფონი-ყარაბახი 0:2 - ესპანელის დებიუტი და გვატემალელი სინჯებზე [VIDEO]