ბესიკ ჩიმაკაძე გია გურულის გაწვრთნილ ბათუმის "დინამოს" შეუერთდა

AutoSharing Option
არგავარდნისთვის მებრძოლმა ბათუმის "დინამომ" მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა: 24 წლის თავდამსხმელი ბესიკ ჩიმაკაძე დაიმატა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფორვარდი ბოლოს თბილისის "ვიტ ჯორჯიაში" თამაშობდა, მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ უკრაინაში იყო წასული, თუმცა საბოლოოდ ბათუმის "დინამოში" აღმოჩნდა.

გია გურულის გაწვრთნილმა გუნდმა გასულ უქმეებზე ქობულეთში პირველი ლიგის ერთ-ერთ მოწინავე გუნდთან, ლანჩხუთის "გურიასთან" ითამაშა და 3:0 გაიმარჯვა.

გოლები ამირან მუჯირმა, ამირან აბუსელიძემ და ირაკლი ცანავამ გაიტანეს.

ბათუმის "დინამოს" სასტარტო შემადგენლობა: მუჯრიშვილი-ფარტენაძე, ტყეშელაშვილი, ჟვანია, გაბუნია-ლობჟანიძე-მუჯირი, კოშკაძე-შალამბერიძე, ჩიმაკაძე, ქუცურუა. შეცვლაზე შევიდნენ: მახარაძე, ცანავა და
აბუსელიძე.

ბათუმის "დინამო" 6 თებერვლიდან თურქულ შეკრებაზე გადავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული