ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი 7 თებერვალს ტრაბზონის გავლით გაემგზავრა თურქეთში და 8-ში, გამთენიისას, ანტალიის მხარეში მდებარე ქალაქ ალანიის ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "ეფტალიაში" დაბინავდა.
"სპარტაკი" თურქეთში 21 ფეხბურთელით გაემგზავრა და მათ შორის არაერთი ისეთი მოთამაშეა, რომლებიც გუნდში ტესტირებაზე არიან.
ჯერ სპარტაკელთა სრულ სიას გავეცნოთ, შემდეგ კი პოტენციურ ახალწვეულებზე ვთქვათ:
მეკარეები: გიორგი ნადირაძე, ვლადიმერ ზუხბაია;
მცველები: ლევან ჭაფოძე, ლევან ქურდაძე, გიორგი ლემონჯავა, ლევან თვალავაძე, კონსტანტინე ხიზანეიშვილი, გიორგი ნარიმანიძე, ანატოლი ხუბეჟოვი, ზაურ დარჩიევი;
ნახევარმცველები:
თავდამსხმელები: ზვიად მეტრეველი, თორნიკე თუხარელი, დავით გელაშვილი, თამაზ მაქაცარია.
უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც "სპარტაკში" ვარჯიშობს კონსტანტინე ხიზანეიშვილი, რომელიც თბილისის "დინამოს" დუბლებში ასპარეზობდა. მას დაცვასა და ნახევარდაცვაში, მარცხენა ფრთაზე შეუძლია თამაში. ხიზანეიშვილმა 20 იანვარს "ზესტაფონთან" სტუმრად გამართულ ამხანაგურ მატჩშიც (2:0) ითამაშა და პირველი გოლი სწორედ მის ანგარიშზეა.
ხიზანეიშვილის გარდა, შიდაქართლელთა გუნდში ახალწვეულია მეკარე ვლადიმერ ზუხბაია, რომელიც ბოლნისის "სიონში" ასპარეზობდა.
ანატოლი ხუბეჟოვი უკვე წელიწადზე მეტია, რაც "სპარტაკშია", ხოლო გიორგი კაბისოვი, ხეთაგ ხადარცევი და ზაურ დარჩიევი იანვრის ბოლო რიცხვებში გამოჩნდნენ გუნდის ვარჯიშებზე.
ხადარცევი ყაზანის "რუბინის" დუბლებში ასპარეზობდა, კაბისოვი და დარჩიევი კი ვლადიკავკაზის "ალანიას" სარეზერვო გუნდში იყვნენ. ამ ფეხბურთელებმა ანტალიაში გამგზავრებამდე ზაზა ბენდელიანის სახელობის ტურნირზეც იასპარეზეს.
"სპარტაკის" მთავარმა გუნდმა "ბენდელას თასზე" რუსთავის "მეტალურგის" დუბლშემადგენლობა 5:1 დაამარცხა, ხოლო "საქართველოს უნივერსიტეტს" 5:0 სძლია.
"სპარტაკში" სინჯებზე მყოფი ფეხბურთელების გუნდში დარჩენა-არდარჩენის საკითხი ანტალიური შეკრების შემდეგ გადაწყდება.
ანტალიაში "სპარტაკი" პირველ ამხანაგურ შეხვედრას 8 თებერვალს ავსტრიის პირველი ლიგის (რანგით მეორე ლიგა) ლინცის "ბლაუ ვაისთან" გამართავს. ეს მატჩი თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.
ცხინვალელთა კლუბში სხვა სიახლეებიცაა. "სპარტაკში" დუბლების ახალი გუნდი შეიქმნა, რომელიც თბილისში ემზადება და "ბენდელას თასზე" აგრძელებს ასპარეზობას.
"სპარტაკის" დუბლშემადგენლობას ისევ მალხაზ ლაცაბიძე ხელმძღვანელობს, რომლის ასისტენტიც ამავე კლუბის ყოფილი ფორვარდი ლევან მელქაძეა, რომელმაც მოთამაშის კარიერა დაასრულა და გადაწყვიტა, ფეხბურთში მწვრთნელის რანგში დარჩეს.
იგი სამწვრთნელო საქმის შესწავლას შეუდგა და წლეულს მწვრთნელის ლიცენზიასაც აიღებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ცხინვალის "სპარტაკში" რუსული პასპორტების მქონე ცხინვალელები გამოჩნდნენ
ვლადიმერ ხაჩიძე: ცხინვალის "სპარტაკის" კოზირი გუნდის ხელწერაა