დილა-მლადა ბოლესლავი 3:2 - სანახაობა თავსხმა წვიმაში

AutoSharing Option
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა "დილამ" მეოთხე ტესტმატჩი ჩაატარა და ჩეხური "მლადა ბოლესლავი" 3:2 დაამარცხა.

შეხვედრა თავსხმა წვიმის თანხლებით გაიმართა, მაგრამ როგორც ანგარიშიდან ხედავთ, ცუდმა ამინდმა თამაშის სანახაობრივ მხარეზე გავლენა ვერ მოახდინა.

მატჩს "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია, კლუბის სპორტული დირექტორი მიხეილ ხუციშვილი და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი კახა გოგიჩაიშვილი დაესწრნენ.

იქვე იყვნენ თბილისის "დინამოს" წარმომადგენლებიც - მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი ასისტენტით და გუნდის უფროსი გია ჯიშკარიანი.

მატჩის პირველი ტაიმი ჩეხებმა მოიგეს, "დილას" თამაში კი შესვენებისას განხორციელებულმა შეცვლებმა გამოაცოცხლა.

"ბოლესლავის" კარში გოლები ბაჩანა არაბულმა,
ნიკოლოზ ჯიშკარიანმა
და დავით კვირკველიამ გაიტანეს. ვალდას ივანაუსკასის გუნდი 3:1 დაწინაურდა, შეხვედრის ბოლო გოლი კი მეტოქემ 86-ე წუთზე გაიტანა.

"დილამ" ჩეხეთის 2011 წლის თასის მფლობელთან ამ შემადგენლობით ითამაშა: იქსტენსი, ალადაშვილი (75. გოგინაშვილი), კვახაძე, თომაშვილი, კვირკველია, გვალია, არზიანი (55. ლობე), რამოსი, გორელიშვილი (75. ლომიძე), მოდებაძე (55. ჯიშკარიანი), ილურიძე (55. არაბული).

შეკრების ბოლო ამხანაგურ შეხვედრას "დილა" 11 თებერვალს სერბულ "რადნიჩკისთან" გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული