"ვიტ ჯორჯიამ" ამხანაგურ მატჩში პირველლიგელი "გაგრა" დაამარცხა

AutoSharing Option
ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე "ვიტ ჯორჯიამ" მეხუთე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

"მცხეთა პარკზე" ვეტერინარებმა პირველლიგელ "გაგრას" უმასპინძლეს და მეტოქე 2:0 დაამარცხეს.

ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა - ანგარიში მატჩის 52-ე წუთზე გიორგი კორიფაძემ გახსნა, მეორე გოლი კი 67-ე წუთზე ლაშა გაბრიჭიძემ გაიტანა.

ვიტ ჯორჯია: ნ. დაუშვილი - ხურცილავა (80. იაშვილი), გეთიაშვილი (46. გოგიაშვილი), ადამაძე, კასრაძე (75. ტეტუნაშვილი), მჭედლიშვილი (30. ჯავაშვილი) - დავლაშელიძე, გურ. გურეშიძე, კორიფაძე (68. ღიბრაძე), ჯანელიძე (74. უბილავა) - კუხალეიშვილი (46. გაბრიჭიძე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული