"ზესტაფონში" ახალი ლეგიონერები გამოჩნდნენ

AutoSharing Option
"ზესტაფონმა" ანტალიურ შეკრებაზე ბოლო ტესტ-მატჩი ჩაატარა და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა - ბელორუსული "ტორპედო ბელაზი" 2:1 დაამარცხა.

პირველ ტაიმში მეტოქეები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ, 67-ე წუთზე კი ფეროელთა ახალწვეულმა ლევან კუტალიამ მეტოქის მცველების შეცდომით ისარგებლა და თავისი გუნდი დააწინაურა.

88-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა იგორ იელიჩის გადაცემით ისარგებლა და "ზესტაფონის" უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

ერთადერთი, რაც ჟოდინოელებმა შეძლეს, მათი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელის, ბელორუსის ნაკრების წევრის, ვიაჩესლავ გლების მიერ გატანილი პრესტიჟის გოლია.

როგორც იცით, ფეროელთა თავკაცმა კახა კაჭარავამ უარი თქვა სერბ მცველ ივიცა მილუტინოვიჩსა
და სენეგალელ ნახევარმცველ პაპე დიაკიტეზე. სამაგიეროდ, "ზესტაფონში" კიდევ ორი ახალი უცხოელი ისინჯება - სიერალეონელი მარცხენა მცველი შერიფ სუმა და ბულგარელი საყრდენი დიმიტარ პეტკოვი.

"ზესტაფონის" შეკრება დასასრულს უახლოვდება. ქართული სეზონი 22 თებერვალს, სუპერთასისთვის მატჩით განახლდება, სადაც ერთმანეთს ჩემპიონი "ზესტაფონი" და თასის მფლობელი "დილა" დაუპირისპირდებიან.

ზესტაფონი-ტორპ. (ბელორუსი) 2:1
1:0 კუტალია (67), 2:0 ჭანტურიშვილი (88), 2:1 ვ. გლები (90)

ზესტაფონი: რ. კვასხვაძე (46. მეშველიანი), თ. ღონღაძე, თორ. გრიგალაშვილი, კაჭკაჭიშვილი (46. გაგოშიძე), სუმა (88. ჭანკოტაძე), ბენაშვილი (46. რეკრუკი), იელიჩი, პეტკოვი, ბაბუნაშვილი (46. ენდელაძე), აფციაური (46. სამუშია), კუტალია (80. ჭანტურიშვილი)
ტორპედო ბელაზი: ჩასნოვსკი, ჩელიადინსკი, იერგანი, პროკოპჩიკი, იაროსლავსკი, სელიავა, მაროვი, პლატონოვი, მენდი, იგნატენკო, სუჩკოვი
შეცვლაზე შევიდნენ: სტეპანოვი, ლევიცკი, შჩეგრიკოვიჩი, კოზლოვი, კარშაკევიჩი, ვასკოვი, პლატონოვი, ჩერედნიჩენკო, იაცკევიჩი, ვ. გლები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული