რუსთავის "მეტალურგმა" თურქეთში პირველი მატჩი მოიგო

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე რუსთავის "მეტალურგმა" მესამე საკონტროლო შეხვედრა ითამაშა, კორეული "პოჰანგი" 1:0 დაამარცხა.

76-ე წუთზე გოლი რუსთაველთა ახალწვეულმა გოგი ფიფიამ გაიტანა.

"მეტალურგი": ბათიაშვილი, საჯაია, მახვილაძე (ცნობილაძე 68), ინწკირველი, სუხიაშვილი, ქავთარაძე, გეწაძე, ხაბელაშვილი (ლობჟანიძე 68), რაზმაძე, ახალკაცი (ფიფია 62) სიხარულიძე (დობროვოლსკი 67).

"პოჰანგი" წინა სეზონში კორეის 16-გუნდა ჩემპიონატში მე-5 ადგილზე გავიდა.

რუსთაველებს თურქეთში მორიგი შეხვედრა 14 თებერვალს ელით ნოვოკუზნეცკის (რუსეთი) "მეტალურგთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული