საჩხერის "ჩიხურას" ბულგარელებმა ექვსი გოლი გაუტანეს

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა" თურქეთშია შეკრებაზე. სოსო ფრუიძის გუნდი 13 თებერვალს სოფიის ცსკა-ს გაეჯიბრა და 1:6 დამარცხდა.

ბულგარული ცსკა საკუთარ ჩემპიონატში ამ დროისთვის მეოთხე ადგილზეა.

"ჩიხურას" სასტარტო შემადგენლობა ასეთი გახლდათ: მწყერაშვილი, ძამსაშვილი, ბერიანიძე, ლ. ჭელიძე, ჩიკვაიძე, ზაბახიძე, ქიმაძე, ოდიკაძე, ბაკურაძე, რ. გოცირიძე, ჩხეტიანი.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ბოლქვაძე, დეკანოიძე, საჯაია და ლომაშვილი.

"ჩიხურადან" ერთადერთი გოლი შეცვლაზე შესულმა დავით ბოლქვაძემ გაიტანა 11-მეტრიანით.

მანამდე "ჩიხურამ" კიდევ ერთი მატჩი ითამაშა თურქეთში და სოფიის "ლოკომოტივთან" 0:1 წააგო.

საჩხერელებმა ამ შემადგენლობით ითამაშეს: სომხიშვილი, ოდიკაძე, ე. საჯაია, გუშარაშვილი,
შ. კაშია, დიღმელაშვილი, დ. ბოლქვაძე (დეკანოიძე 46), ლომაშვილი, ჩხეტიანი (რ. გოცირძე 46), კირკიტაძე, ნ. კვასხვაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული