გორის "დილამ" ლეგიონერები გაცხრილა და სამშობლოში დაბრუნდა

AutoSharing Option
გორის "დილა" თურქული შეკრებიდან 13 თებერვალს დაბრუნდა საქართველოში. "დილას" ლიტველი თავკაცი ვალდას ივანაუსკასი ბალტიისპირეთში გაემგზავრა და თბილისში 14 თებერვალს უნდა ჩამოვიდეს.

თურქეთში "დილამ" არაერთი ლეგიონერი გამოსცადა, თუმცა არჩევანი, სავარაუდოდ, ორზე გაკეთდება: 24 წლის ლატვიელი მეკარე კასპარას იკსტენსი და კამერუნელი საყრდენი ნახევარმცველი ლობე გორელთა გუნდში ითამაშებენ.

აფრიკელი ამ დროისთვის სამშობლოშია და სავიზო საკითხების მოგვარების შემდეგ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში. "დილა" ახალწვეულებს მალევე წარადგენს ოფიციალურად.

აქამდე "დილაში" მხოლოდ ორი ლეგიონერი იყო - ჟონათანი
და ლეონარდო. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამ ბრაზილიელებს ლატვიელი და კამერუნელიც დაემატებიან.

"დილას" ძველ-ახალი პრესატაშე ეყოლება - ფრიდონ კერვალიშვილს ზურაბ კარტოზია შეცვლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული