თურქულ შეკრებაზე საჩხერის "ჩიხურამ" ყაზახურ გუნდს გიგა ჩხეტიანის დუბლით აჯობა

AutoSharing Option
თურქეთში განაგრძობს შეკრებას საჩხერის "ჩიხურა". სოსო ფრუიძის გუნდი 14 თებერვალს ყაზახეთის პირველი დივიზიონის წარმომადგენელს, აქტაუს "კასპიის" ეთამაშა და 2:1 დაამარცხა.

ორივე გოლი "ჩიხურას" თავდამსხმელმა გაგა ჩხეტიანმა გაიტანა - ერთი "მაკრატელათი", მეორე კი თავურით.

"ჩიხურას" სასტარტო შემადგენლობა: სომხიშვილი, ოდიკაძე, ე. საჯაია, გუშარაშვილი, ძამსაშვილი, დიღმელაშვილი, ლომაშვილი, შ. კაშია, კირკიტაძე, ნ. კვასხვაძე, გ. ჩხეტიანი.

ტრავმის გამო ვერ ითამაშეს დავით ბოლქვაძემ, ბესიკ დეკანოიძემ, ირაკლი ზაბახიძემ და ლევან ბაკურაძემ.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ლაშა ჭელიძე, ჯაბა ბერიანიძე, გიორგი ქიმაძე და ლაშა ჩიკვაიძე.

"ჩიხურა" სამშობლოში 17
თებერვალს დაბრუნდება, მანამდე კი თურქეთში კიდევ ერთ საკონტროლო შეხვედრას ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული