დილით ქემერის სტადიონზე ზუგდიდელთა მეორე შემადგენლობა ყაზახეთის პირველი ლიგის ბინადარ "ყიზილჟარს" დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა, ძირითადმა გუნდმა კი ანთალიის უნივერსიტეტის სტადიონზე რუმინული "ჩაჰლაულის" წინააღმდეგ ითამაშა და ეს მატჩიც ფრედ, 3:3 დასრულდა.
ზუგდიდელები ამ შეხვედრაში სამჯერ იგებდნენ, მაგრამ რუმინელებმა ბოლო წუთებზე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნეს.
მანამდე კი სათამაშო სცენარი ასე წარიმართა: შეხვედრის მე-11 წუთზე მეკარესთან პირისპირ გასული გიორგი გაბედავა რუმინელთა მეკარემ საკუთარ საჯარიმოში წააქცია და არბიტრმა პენალტი
ამის შემდეგ ზუგდიდელებმა კიდევ ერთი საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა ლუკა გუგუჩიას დარტყმული მცირედით ასცდა მეტოქის კარს.
გოლიდან ათ წუთში რუმინელებმა სტანდარტული მდგომარეობიდან თანაფარდობა აღადგინეს.
ორმხრივი იერიშები გახშირდა და ზუგდიდელებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ წინ გასასვლელად. მრავალსვლიანი კომბინაცია ლევან წურწუმიამ გადაცემით გააგრძელა და გიორგი გაბედავამ დააბოლოვა, როცა რუმინელთა კიპერს აუღებელი თავური დაურტყა.
მეორე ტაიმში რუმინელებმა კვლავ გაათანაბრეს ანგარიში, რის შემდეგაც ზუგდიდელი ფეხბურთელები გააქტიურდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს.
ირაკლი ეხვაიას მიერ საშუალო მანძილიდან ძლიერად დარტყმული ბურთი რუმინელთა კარის დარაჯს ხელიდან გაუვარდა და სიტუაცია მცველებმა განმუხტეს, ხოლო შემდეგ მეტოქის მეკარემ წურწუმიასა და გაბედავას დარტყმული ბურთები მოიგერია.
გაბედავამ ბოლოს მაინც მიაღწია მიზანს და თან ეფექტური გოლიც გამოუვიდა - მემარჯვენე ფორვარდმა მარცხენათი ულამაზესი გოლი შეაგდო.
ბოლოს ზუგდიდელებს დაღლა დაეტყოთ და რუმინელებმა ისევ აღადგინეს წონასწორობა.
რაც შეეხება ყაზახებთან მეორე გუნდის თამაშს - პირველ ტაიმში ბევრი საგოლე მომენტის ვერგამოყენებას მეტოქის გოლი მოჰყვა.
აკაკი ფარჯიკიამ გოლი ნიკა შონიას გადაცემით გაიტანა.
შეხვედრის ბოლოს რომეო კანკიას მიერ გატანილი გოლი არბიტრმა არ ჩათვალა და თამაშგარე დააფიქსირა. აქაც ფრე - 1:1.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"